მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკიდან გაწერეს

მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკიდან გაწერესსაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე თურქეთიდან საქართველოში მიმდინარე კვირაში დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მინისტრის პირველი მოადგილე საავადმყოფოდან 4 იანვარს გაწერეს.

გიორგაძე 18 ნოემბერს, გამთენიისას ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარელში მოხდა.

მიხეილ გიორგაძე საჭესთან თავად იჯდა და მანქანაშიც მარტო იყო. ის ხეს შეეჯახა. მას მრავლობითი მოტეხილობა და მძიმე დაზიანებები ჰქონდა.

ის საქართველოდან თურქეთში, „ამერიკან ჰოსპიტალში“ სამკურნალოდ გადაიყვანეს.