ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას გარდაცვლილი ცნობილი საოპერო მომღერალი, ზურაბ ანჯაფარიძე ცოცხალი ეგონა და შეხვედრაზე დაიბარა, პროვოკაციაა. მისი თქმით, გარდაცვლილი მომღერლის მეუღლე მასთან ერთი წლის წინ იყო მისული და მუზეუმის გახსნას ითხოვდა.
„გარდაცვლილი მომღერლის მუზეუმის შექმნაზე იყო საუბარი. არ დამიბარებია, თვითონ მოვიდა და ვისაუბრეთ მუზეუმზე, რომლის შექმნაც უნდოდა მისი გარდაცვლილი მეუღლისათვის. თითქოს არ ვიცოდი ვინ იყო, გარდაცვლილი იყო თუ არა რა თქმა უნდა პროვოკაციაა და მიზანმიმართულად ცდილობენ დისკრიმინაციას, რომელზეც მე პასუხსაც არ გავცემ,“-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ნიუპოსტი

