წმინდა სინოდი – უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება

წმინდა სინოდი - უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდებაუკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე – ამის შესახებ ნათქვამიმა სინოდის განჩინებაში, რომელიც მედიას აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა გააცნოწმინდა სინოდი მსოფლიო პატრიარქის განცხადებას ელოდება და გადაწყვეტილებას უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

„უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. არ არის ერთი აზრი, ერთსულოვნება. მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც იწვევს მწუხარებას ჩვენში.

ასევე უწმინდესმა ბრძანა, ეკლესიას ისტორიის მანძილზე ჰქონია მრავალი განსაცდელი და ღვთის მადლით დაუძლევია, იმედს გამოვთქვამთ, რომ ძმური ურთიერთობა ეკლესიებს შორის აღდგება.

კრებამ მოისმინა და იმსჯელა შექმნილი სიტუაციის გამო და განაჩინა – მსჯელობა გაგრძელდეს წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე,“-განაცხადა მეუფე დავითმა.