მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა – ყოფილი მინისტრი კვლავ სტამბოლის ამერიკულ ჰოსპიტალში რჩება

მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა - ყოფილი მინისტრი კვლავ სტამბოლის ამერიკულ ჰოსპიტალში რჩებასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე მკურნალობას სტამბოლში, ამერიკულ ჰოსპიტალში განაგრძობს. პირველ არხს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, რომ მიხეილ გიორგაძეს კლინიკიდან სავარაუდოდ იანვარში გაწერენ.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ფილტვში სითხე ჩაუდგა, რის გამოც გიორგაძის კლინიკიდან გაწერამ რამდენიმე დღით გადაიწია.

მიხეილ გიორგაძე თბილისიდან თურქეთში სამკურნალოდ 21 ნოემბერს გადაიყვანეს. გიორგაძე 17 ნოემბერს კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.