ახალი წლის ღამეს თბილისში მოთოვს

ახალი წლის ღამეს თბილისში მოთოვსგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს თბილისში თოვლს ელოდებიან.

მათივე ცნობით, 31 დეკემბერსა და 1 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, სანაპირო რაიონებში წვიმა. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, ნალექიანი ამინდები უმეტესად თოვლის სახით.