ბათუმის აეროპორტიდან კიევისა და სტამბულის მიმართულებით ფრენები გადაიდო

უამინდობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევისა და სტამბულის მიმართულებით ფრენები გადაიდო.

როგორც მგზავრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, მათ რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა რეისი ვერ შესრულდა და თვითმფრინავიდან მგზავრთა ჩამოყვანის პროცედურები მიმდინარეობს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების გადადების მიზეზად მოსალოდნელ ძლიერ ქარს ასახელებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ქალაქების მიმართულებით ფრენა, სავარაუდოდ, ხვალ განხორციელდება.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი