2018 წლის პირველ კვარტალში 1 428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 54 კი სიმთვრალით იყო გამოწვეული-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ განაცხადა.
მისივე თქმით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს გზებზე მომხდარი ავარიებს 107 ადამიანი ემსხვერპლა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის მეტად გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

