მაშველებმა უშბადან 2 უცნობის გვამები ჩამოასვენეს

მაშველებმა უშბადან 2 უცნობის გვამები ჩამოასვენესსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა მწვერვალ უშბიდან დაუდგენელი ვინაობის ორი პიროვნების გვამი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოასვენეს

​შეტყობინება მყვინვარწვერზე აღმოჩენილი ორი გვამის შესახებ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 23 აგვისტოს შემოვიდა.

ბოლო დღეების განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან მთაში დაკარგული ან ჩარჩენილი პიროვნებების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა, შესაბამისად მთაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

ნიუპოსტი