შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ გაფრთხილება, რომ კარვების გაშლის შემთხვევაში დაგვარბევდნენ – ამის შესახებ “ქალთა მოძრაობის” წევრის ბაია პატარაიამ განაცხადა.
,,ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ ვითხოვთ, რომ პოლიტიკოსებს ჰქონდეთ პასუხისმგებლობის განცდა. ჩვენ არ ჩავდივართ უკანონობას, ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი“ – განაცხადა ბაია პატარაიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა კარვები უკვე გაშალეს.

