მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრი ბექა წიქარიშვილი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს მიმართავს და პრემიერ მინისტრისთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს.
“ ჩვენი მოთხოვნის ადრესატი არ ყოფილა თბილისი მერი. მისგან არაფერი არ გვაინტერესებს. ჩვენ გვჭირდება პასუხი გუშინდელ სპეცოპერაციაზე. რატომ მოგვექცნენ ასე. ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობა ფეხებზე კიდია და ამას არავინ არ აპატიებს. ჩვენ ვიმეორებთ მათ ჩვენს მოთხოვნებს. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და პრემიერ მინისტრი რომელიც ვერ გრძნობს საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია ვიბრძოლოთ ბოლომდე. მე თქვენი გვერჩი დგომის იმედი გვაქს. როგორც დავაანონსეთ ვიწყებთ კარვების გაშლას.“ – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

