აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანიის მასშტაბურობიდან გამომდინარე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომელიც კონკურენტუნარიანობის პრინციპის, კანონმდებლობის წესების და ვადების სრული დაცვით ჩატარდა და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა აქტიური საინფორმაციო კამპანია […]
კატეგორია: საზოგადოება
ბორჯომში, სოფელ საკირეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომში, სოფელ საკირეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ხანძარი სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი დღის წინ გაჩნდა.ცეცხლი ხმელ ხეებსა და ბუჩქებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 60 მეხანძრე მაშველი. პირველი
გუგული მაღრაძე მსუქნებს დაეტაკა – ”ჭარბი წონა კანონით უნდა შევამციროთ”
თამბაქოს მოწევის აკრძალვის შემდეგ, გუგული მაღრაძის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა – უმრავლესობის დეპუტატი ჭარბწონიანობის დონის შემცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციების მომხრეა. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. – ჩვენ უნდა დავიწყოთ, “ობესითის”, ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლა, რა უნდა გაკეთდეს ამის წინააღმდეგ. ეს ახლა მთელ მსოფლიოშია აქტუალური და ჩვენთანაც აქტუალურია. ჭარბწონიანობა პრობლემაა მოსწავლეებშიც. უნდა ვიფიქროთ, როგორი უნდა […]
ტელეიმედის დირექტორი ლანა ბერულავა გახდა
ტელეკომპანია “იმედს” ახალი დირექტორი ჰყავს. გიორგი კალანდარიშვილი ლანა ბერულავამ შეცვალა. უცნობია რა გახდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელის შეცვლის მიზეზი. ლანა ბერულავა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ასოცირებული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. მას დამთავრებული აქვს ბიზნეს სკოლა ლონდონში. ფლობს ბაკალავრის დიპლომს ბიზნესადმინისტრირების სფეროში – თავისუფალი უნივერსიტეტი. ასევე დამთავრებული აქვს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი. ნიუპოსტი
თამბაქოს კანონის აღსრულებას 2000 პოლიციელი გააკონტროლებს
თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონის აღსრულებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2000 პოლიციელია მობილიზებული. აქედან თბილისში 600, _ ამის შესახებ გადაცემა „ეკონომიქსში“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ განაცხადა. მისი თქმით, გუშინ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია, რომ კანონი აღსრულდეს. როგორც ღვინიანიძე ამბობს, მთავარი მაინც მწეველების დამოკიდებულება იქნება, რომ პატივი სცენ არამწეველებს. რაც შეეხება კითხვას, ირღვევა თუ არა […]
ახალგაზრდული მოძრაობა სვანეთის ხელშეუხებელ ზონად გამოცხადებას მოითხოვს
სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა რეგიონში ჰესების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს და ამასთან დაკავშირებით Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს. მოძრაობის ცნობით, ექსპერტებთან საუბრის შედეგად, დაიდო დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემსრულებელ კომპანიას დარღვევები აქვს. ისინი სახელმწიფოსგან მორატორიუმსა და სვანეთის ხელშეუხებელ ზონად გამოცხადებას მოითხოვენ. _ სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის განცხადება… არ აპირებს არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას გამომდინარე იქედან რომ: ვინაიდან,მესტია ჭალა ჰესის მშენებლობის სამუშაოები არის […]
ბიძინა ივანიშვილმა გლეხებს ბამბუკების ფული არ გადაუხადა
ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებელი რამდენიმე გლეხი აცხადებს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ხალხმა “გადააგდო” გლეხების განცხადებით, თითქმის ერთი თვეა ივანიშვბილის ხალხმა ბამბუკები წაიღეს და თანხა, მიუხედავად რამდენიმეგზის დაპირებისა არ გადაუხდიათ. “რა თქმა უნდა თავად ივანიშვილი არ ყოფილა, მაგრამ მოვიდნენ მისი სახელით, დანამდვილებით ვიცით რომ ივანისვილისათვის მიჰქონდათ, მაგრამ თანხის გადახდის დრო რომ მოვიდა დაიკარგნენ. დავიწყეთ […]
ბორჯომში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება
მთელი ღამის განმავლობაში 60-მდე მეხანძრე მაშველი ცდილობდა ბორჯომში, საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზებას. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა ცოცხალი ძალა, ვინაიდან სახანძრო-სამაშველო მანქანები ცეცხლის კერას ვერ უახლოვდებიან იქიდან გამომდინარე, რომ ხანძრის კერასთან რთული რელიეფია. როგორ საგანგებო სიტუაციაების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მოსახლეობამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, ვინაიდან ტერიტორია, სადაც ხანძარია, დასახლებული პუნქტიდან 5-6 კილომეტრით არის დაშორებული. […]
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დედა: „რომელ სამშობიაროშიც დაიბადა, იმავე ადგილას დაიღუპა“
გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის დედა, ნათია საყვარელიძე ტრაგედიის დეტალებს იხსენებს. „ლევანს იმ დღეს ბოლო ფიზკულტურის გაკვეთილი ჰქონდა. გაკვეთილის დამთავრებისთანავე, 2-ს რომ 5 წუთი აკლია, ლევანი ამოჩეჩილი მაისურის სწორებით ტოვებს სკოლის ტერიტორიას და ვიღაც გოგონასთან ერთად გზას ადგება. ის მელიქიშვილით არასოდეს ბრუნდებოდა შინ, კეკელიძემდე მოკლე გზას ირჩევდა ხოლმე. რომელ სამშობიაროშიც […]
NDI: გამოკითხულთა 33% ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს ასახელებს
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის სამხედრო აგრესია წარმოადგენს. 11 % მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაა, გამოკითხულთა 9% ტერორიზმს ასახელებს, 7% კი- რუსულ პროპაგანდას. ამასთან, გამოკითხულთა 61 % მიიჩნევს, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 19 % კი მიიჩნევს, რომ ეს საფრთხე […]










