გუგული მაღრაძე მსუქნებს დაეტაკა – ”ჭარბი წონა კანონით უნდა შევამციროთ”

გუგული მაღრაძე მსუქნებს დაეტაკა - ”ჭარბი წონა კანონით უნდა შევამციროთ”თამბაქოს მოწევის აკრძალვის შემდეგ, გუგული მაღრაძის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა – უმრავლესობის დეპუტატი ჭარბწონიანობის დონის შემცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციების მომხრეა.

ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

– ჩვენ უნდა დავიწყოთ, “ობესითის”, ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლა, რა უნდა გაკეთდეს ამის წინააღმდეგ. ეს ახლა მთელ მსოფლიოშია აქტუალური და ჩვენთანაც აქტუალურია. ჭარბწონიანობა პრობლემაა მოსწავლეებშიც. უნდა ვიფიქროთ, როგორი უნდა იყოს კვება სკოლებში, ბაღებში. ვთქვათ ტკბილეულის ნაწარმზე როგორი უნდა იყოს ფასი და გადასახადი, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ნიუპოსტი