თამბაქოს კანონის აღსრულებას 2000 პოლიციელი გააკონტროლებს

თამბაქოს კანონის აღსრულებას 2000 პოლიციელი გააკონტროლებსთამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონის აღსრულებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2000 პოლიციელია მობილიზებული. აქედან თბილისში 600, _  ამის შესახებ გადაცემა „ეკონომიქსში“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ  განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია, რომ კანონი აღსრულდეს.

როგორც ღვინიანიძე ამბობს, მთავარი მაინც მწეველების დამოკიდებულება იქნება, რომ პატივი სცენ არამწეველებს.

რაც შეეხება კითხვას, ირღვევა თუ არა მწეველთა უფლებები და როგორ შეაფასებს მწეველების ერთგვარ პროტესტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სიგარეტით გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით. ღვინიანიძე ამბობს, რომ ეს მათი უფლებაა, თუმცა იმედოვნებს რომ მათი დამოკიდებულება შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან მწეველთა უფლებები მნიშვნელოვნად იზღუდება. საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა იკრძალება, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში. მოწევა იზღუდება გარე სივრცეებშიც, იკრძალება თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.

იმედინიუსი