ბორჯომში, სოფელ საკირეში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომში, სოფელ საკირეში ხანძარი ლიკვიდირებულიაბორჯომში, სოფელ საკირეში ხანძარი ლიკვიდირებულია.  ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ხანძარი სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი დღის წინ გაჩნდა.ცეცხლი ხმელ ხეებსა და ბუჩქებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 60 მეხანძრე მაშველი.

პირველი