ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებელი რამდენიმე გლეხი აცხადებს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ხალხმა “გადააგდო”
გლეხების განცხადებით, თითქმის ერთი თვეა ივანიშვბილის ხალხმა ბამბუკები წაიღეს და თანხა, მიუხედავად რამდენიმეგზის დაპირებისა არ გადაუხდიათ.
“რა თქმა უნდა თავად ივანიშვილი არ ყოფილა, მაგრამ მოვიდნენ მისი სახელით, დანამდვილებით ვიცით რომ ივანისვილისათვის მიჰქონდათ, მაგრამ თანხის გადახდის დრო რომ მოვიდა დაიკარგნენ. დავიწყეთ ძებნა, ორს მივაკვლიეთ ნაღობილევში, ღლონტები არიანო გვითხრეს, დაგვპირდნენ 10 დღეში მოგიტანთო და კვლავ დაიკარგნენ,” – გვიყვება “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მცხოვრები გლეხი, რომლისთვისაც 1500 ლარი დღემდე არ მიუციათ, თუმცა უსაფრთხოების მიზნით სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავს იკავებს.
მისივე თქმით, მის სიტუაციაში სოფელში კიდევ რამდენიმე ოჯახია.
იგივე მდგომარეობაა სოფელ მამათშიც. აქაც რამდენიმე ოჯახი ანაზღაურების გარეშე დარჩენაზე საუბრობს:
“არა მგონია ახლა აგი ივანიშვილს ექნას მაგრამ ხომ უნდეა დაინტერესდეს კაცი რა ხდება მის საქმეში? ხუთი თვე დავრბივართ და აფერი”-ამბობს მამათელი გლეხი, თუმცა როცა იგებს რომ ჟურნალისტები ვგართ, საუბარს აღარ აგრძელებს.
გურიის მოამბე

