დაპირების მიღების შემდეგ გომის მოსახლეობამ საჩხერისკენ მიმავალი გზა გახსნა

დაპირების მიღების შემდეგ გომის მოსახლეობამ საჩხერისკენ მიმავალი გზა გახსნასაჩხერისკენ მიმავალი მთავარი გზა, რომელიც გომის მოსახლეობას გადაკეტილი ჰქონდა, გაიხსნა. აქციის მონაწილეებმა გზა მას შემდეგ გახსნეს, რაც მათთან ხაშურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი სიმონ ნოზაძე მივიდა.

სიმონ ნოზაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ მდინარე სურამულას კალაპოტის პრობლემას მოაგვარებს.

გომის მოსახლეობა აქციაზე ამბობდა, რომ უამინდობის დროს მდინარე სურამულა დიდდება და მათი კარ-მიდამო იტბორება. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ.

აქციის მონაწილეებს გომის თემის დეპუტატი დათო მეტრეველიც შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაპპირდა, თუმცა თქვა, რომ ვიდრე წყლის დონე არ დაიკლებს, ტექნიკა ვერ იმუშავებს.

წუხელ საქართველოში ძლიერმა ქარმა და წვიმამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.