გურჯაანში გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ – 24 წლის ახალგაზრდა 2017 წლის 26 ნოემბრის მერე არავის უნახავს

გურჯაანში გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ - 24 წლის ახალგაზრდა 2017 წლის 26 ნოემბრის მერე არავის უნახავსგურჯაანის მუნიციპალიტეტში 24 წლის ახალგაზრდას თვეზე მეტია ეძებენ. სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები გიორგი დარჩიაშვილი სახლიდან 26 ნოემბერს გავიდა, რის შემდეგაც ის არავის უნახავს. ოჯახის ინფორმაციით, ისინი ფიქრობდნენ, რომ ახალგაზრდა თავდაპირველად მარტყოფის მამათა მონასტერში წავიდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ იქ არ იყო.
მათივე თქმით, დარჩიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რის გამოც ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ის უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს. გიორგი დარჩიაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. საქმეში ჩართულია პოლიცია და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.

ინტერპრესნიუსი