95 წლის ასაკში ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. მარიკა ლორთქიფანიძე 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო“. 1972 წლიდან იყო თსუ საქართველოს ისტორიის […]
კატეგორია: საზოგადოება
თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად თანხმობა თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად თანხმობა თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა. ერთი კლინიკა ოჯახმა მოიძია, ხოლო მეორესთან მოლაპარაკებას ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა. ახლა ოჯახის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, სად გააგრძელებს დაჭრილი ახალგაზრდა მკურნალობას. ისინი ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსებაზე თანხმობის პასუხს ელოდებიან. პაციენტის მდგომარეობა კი კვლავ მძიმეა.
მორაგბეები თავდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ
სარაგბო კლუბ „არმიას“ მორაგბეები დღეს თავდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. მიზეზი კი ის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც კლუბს თავდაცვის სამინისტრო აღარ დააფინანსებს და შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონატს კლუბი შუა სეზონზე გამოეთიშება. მორაგბეები დაფინანსების გაგრძელებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ კონტრაქტი მაისამდე იყო დადებული. მათივე თქმით, ამ დროისთვის ისინი გუნდის გარეშე რჩებიან, რადგან ტრანსფერის ეტაპი დასრულებულია. მორაგბეების თქმით, 30 ადამიანი […]
რუსთავში, კორპუსის სადარბაზოში, კართან ახალშობილი ჩვილი ნახეს
რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, კართან ახალშობილი ჩვილი ნახეს. ბავშვი სამართალდამცავებმა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით კლინიკა ,,რუსთავის” ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ბიჭუნას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლებლობა […]
რუსთავში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, ავტობუსში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გამოსვლა დროულად შეძლეს. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი აზერბაიჯანიდან ე.წ. წითელი ხიდის გავლით, თურქეთში მიდიოდა, მასში უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისხდნენ. ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებულნი, ისინი ავტობუსში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. პირველი
აფეთქება ქუთაისში – შუახნის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ე.წ. “სტეკლოტარაზე” მოხდა. დაშავებულია შუახნის ქალი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად საცხოვრებლის მინები ჩაიმსხვრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შობის დილას არქიმანდრიტი საბა (დეკანოზი ღვთისო) გარდაიცვალა – ,,ჩვენი ეკლესიის ცოცხალი მემატიანე“
დღეს დილით, ქაშუეთის ეკლესიის მოძღვარი, არქიმანდრიტი საბა (დეკანოზი ღვთისო) გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე წერს: ,,სამწუხარო ინფორმაცია… ამ დილით გარდაიცვალა არქიმანდრიტი საბა (დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)… p.s.არქიმანდრიტი საბა (დეკანოზი ღვთისო) 1977 წლის 23 დეკემბრიდან გვერდით ედგა უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორეს,ჯერ მართავდა უწმიდესის მანქანას,ხოლო 1978 წლის 28 სექტემბრიდან 1987 წლამდე იყო პატრიაქის პროტოდიაკონი,მახსოვს […]
ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში, გარკვეული ქუჩები გადაიკეტება
7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, დედაქალაქში გარკვეული ქუჩები გადაიკეტება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, თბილისის ცენტრალური გამზირი 14:00 საათიდან, ვარდების მოედანი კი 12:00 საათიდან გადაიკეტება. – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 2018 წლის 7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები: ვარდების მოედანი – […]
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე
საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ისა ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ! ,,ამიერიდან შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე ხარ, […]
სამებაში საშობაო ლიტურგია მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს. ტრადიციულად, მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გააცნობენ, რომელშიც მისი უწმინდესობა მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან.










