კატეგორია: საზოგადოება

ხულოში სკოლა იწვის

ხულოში სკოლა იწვის

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში ორი საცხოვრებელი სახლი და საჯარო სკოლა იწვის. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინტერპრესნიუსი

აქცია 51-ე სკოლასთან – მოქალაქეები სანთლებს ანთებენ და ყვავილებს ტოვებენ

აქცია 51-ე სკოლასთან - მოქალაქეები სანთლებს ანთებენ და ყვავილებს ტოვებენ

ამ წუთებში თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქცია მიმდინარეობს. შეკრების მთავარი მიზანი მოკლული მოსწავლეების ოჯახებისადმი სოლიდარობის გამოცხადება და გამოძიების პროცესისადმი ჯანსაღი ინტერესის გამოხატვაა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიას ანთებული სანთლებითა და ყვავილებით ამკობენ. 4 დეკემბერს კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი 51-ე სკოლასთან. ხვალ ახალგაზრდები მდუმარე აქციით გააპროტესტებენ მომხდარს. 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს […]

ვაკეში, ჭავჭავაძეზე, PSP-ს აფთიაქს ცეცხლი გაუჩნდა

ვაკეში, ჭავჭავაძეზე, PSP-ს აფთიაქს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ვაკეში, არაყიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე PSP-ს აფთიაქში ცეცხლი გაჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.აფგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაიწვა საწყობის შეკიდული ჭერის ნაწილია. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა – “გადამარჩინეთ!.. მისი ჭრილობები იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი – რას იხსენებს სასწრაფოს ექიმი

შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!.. მისი ჭრილობები იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი - რას იხსენებს სასწრაფოს ექიმი

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი თამუნა საგარეიშვილი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს შემთხვევის ადგილზე იყო გამოძახებული, თავის Facebook-ის გვერდზე ამ მძიმე წუთებს იხსენებს: “გუშინ, ჩემს კუთვნილ მორიგეობაზე შემოვიდა მისამართი: – ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ! ჩვენ რათქმაუნდა არ დავყოვნდით, მისამართის მიღებიდან 5 წთ-ში აღნიშნულ მისამართზე მივედით. ზღვა ხალხი დაგვხვდა ადგილზე, მივხვდი, […]

მეუფე იაკობი – “მე ვფიქრობ, რომ სამების ტაძარი დაწვეს”

მეუფე იაკობი - "მე ვფიქრობ, რომ სამების ტაძარი დაწვეს"

პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ვარაუდით, სამების ტაძარში ხანძარი შემთხვევით არ გაჩნდა და ის დაწვეს. – მე ვფიქრობ, რომ ტაძარი დაწვეს. წესიერად რომ გამოეძიებინათ, ალბათ ეცოდინებოდათ, – განუცხადა მეუფე იაკობმა „რუსთავი 2“-ს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რისთვის დაწვეს სამების ტაძარი, მეუფე იაკობი პასუხობს, რომ ვიღაცეები სარგებელს ნახულობენ. – ვიღაცეები სარგებელს ნახულობდნენ აქედან, 2 მილიონზე მეტს. მე ვფიქრობ, […]

“ახლოს რომ ვიყო, კაცურად გადაგეხვევოდი და მეც ვიტირებდი შენთან ერთად” – ირაკლი ღლონტი დათო სალარიძის მამას მიმართავს

"ახლოს რომ ვიყო, კაცურად გადაგეხვევოდი და მეც ვიტირებდი შენთან ერთად" - ირაკლი ღლონტი დათო სალარიძის მამას მიმართავს

ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას, რომელსაც ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა, “ფეისბუკზე” პოლიტიკოსი ირაკლი ღლონტი ემოციური პოსტით ეხმიანება. “შვილმოკლულო მამავ, უცნობო ძმაო, მე, ორი შვილის მამა გეხმიანები და გიცხადებ სამძიმარს, მაგრამ ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომელსაც ახლა შემოგკადრებ გამხნევების მიზნით. ორი დღის მანძილზე მოსვენება დამიკარგა ჩვენს ქალაქში მომხდარმა შემზარავმა სისხლიანმა ტრაგედიამ, თუმცა ეს ყველაფერი კიდევ უფრო აღვიქვი მას […]

”დავითს ბოლოს სპორტის გაკვეთილი ჰქონდა, დადუნაშვილი კი თავის კლასელ გოგონასთან ერთად გამოვიდა” – რას იხსენებს 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე

”დავითს ბოლოს სპორტის გაკვეთილი ჰქონდა, დადუნაშვილი კი თავის კლასელ გოგონასთან ერთად გამოვიდა” - რას იხსენებს 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსწავლეებს შორის დაპირისპირება 51-ე სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო და ბავშვები მანდატურმა გააშველა, დირექტორი უარყოფს. – ამ ბავშვებს შორის გინებაც კი არ ყოფილა. ორი ბავშვი რომ ერთად დადგება, ჩვენ სკოლაში იმ წუთას რეაქცია გვაქვს, მშობელს ვიბარებთ, ყველაფერს ერთად ვარკვევთ. ბოლოს სპორტის გაკვეთილი ჰქონდა დავითს, მასწავლებელს ეთამაშა, სპორტის პედაგოგმა გამოაცილა. დადუნაშვილი კი თავის […]

ვერაზე დაჭრილი მეორე მოზარდი გარდაიცვალა

ვერაზე დაჭრილი მეორე მოზარდი გარდაიცვალა

ვერაზე გუშინ მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი მეთერთმეტეკლასელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას სამი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, სამედიცინო პერსონალმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლო. შეგახსენებთ, რომ გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაიჭრა, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა, მეორეს კი რამდენიმე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, მას ძირითადი ორგანოები ჰქონდა დაზიანებული

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლისთვის სისხლის ბანკი პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლისთვის სისხლის ბანკი პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს

ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკში განუცხადეს, უკვე დაუკავშირდნენ დონორებს და მიმდინარეობს მობილიზება სისხლის მიღების მიზნით. ”გუშინ დაჭრილი მოზარდისთვის სასწრაფოდ გვესაჭიროება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. დახმარების გაწევის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართეთ ტელეფონის ნომრებზე: 2 39 03 13, 577 221 413. მისამართი: წინანდლის N9 […]

ქირურგი დავით ლოლაძე – “ხორავაზე დაჭრილ მოსწავლეს სისხლდენა არ უჩერდება”

ქირურგი დავით ლოლაძე - "ხორავაზე დაჭრილ მოსწავლეს სისხლდენა არ უჩერდება"

ქირურგის ინფორმაციით ხორავას ქუჩაზე დაჭრილ მოსწავლეს სისხლდენა არ უჩერდება, ამიტომ მისი მდგომარეობა უმძიმესია. – პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, არის არასტაბილური დინამიკით. შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება, ამისთვის ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტს გაუკეთდა სამი ოპერაცია: ბარძაყის მიდამოს ოპერაცია, მუცლის ღრუსა და გულმლმკერდის არეში. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს ჰქონდა უდიდესი დანაკარგი სისხლის ანუ […]