ვერაზე დაჭრილი მეორე მოზარდი გარდაიცვალა

ვერაზე დაჭრილი მეორე მოზარდი გარდაიცვალავერაზე გუშინ მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი მეთერთმეტეკლასელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მას სამი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, სამედიცინო პერსონალმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაიჭრა, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა, მეორეს კი რამდენიმე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, მას ძირითადი ორგანოები ჰქონდა დაზიანებული