აქცია 51-ე სკოლასთან – მოქალაქეები სანთლებს ანთებენ და ყვავილებს ტოვებენ

აქცია 51-ე სკოლასთან - მოქალაქეები სანთლებს ანთებენ და ყვავილებს ტოვებენამ წუთებში თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქცია მიმდინარეობს. შეკრების მთავარი მიზანი მოკლული მოსწავლეების ოჯახებისადმი სოლიდარობის გამოცხადება და გამოძიების პროცესისადმი ჯანსაღი ინტერესის გამოხატვაა.

სკოლის მიმდებარე ტერიტორიას ანთებული სანთლებითა და ყვავილებით ამკობენ.

4 დეკემბერს კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი 51-ე სკოლასთან. ხვალ ახალგაზრდები მდუმარე აქციით გააპროტესტებენ მომხდარს.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებულებისთვის პროკურატურა პატიმრობის მოთხოვნას აპირებს.

იმედინიუსი