მეუფე იაკობი – “მე ვფიქრობ, რომ სამების ტაძარი დაწვეს”

მეუფე იაკობი - "მე ვფიქრობ, რომ სამების ტაძარი დაწვეს"პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ვარაუდით, სამების ტაძარში ხანძარი შემთხვევით არ გაჩნდა და ის დაწვეს.
– მე ვფიქრობ, რომ ტაძარი დაწვეს. წესიერად რომ გამოეძიებინათ, ალბათ ეცოდინებოდათ, – განუცხადა მეუფე იაკობმა „რუსთავი 2“-ს.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რისთვის დაწვეს სამების ტაძარი, მეუფე იაკობი პასუხობს, რომ ვიღაცეები სარგებელს ნახულობენ.
– ვიღაცეები სარგებელს ნახულობდნენ აქედან, 2 მილიონზე მეტს. მე ვფიქრობ, რომ გამოეძიებინათ დაიდებოდა, რომ დამწვარია, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი 2016 წლის 20 მარტს გაჩნდა. სამების ტაძარში განთავსებულ სტამბაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1.200 კვ.მეტრი ფართი დაიწვა.

ინტერპრესნიუსი