”დავითს ბოლოს სპორტის გაკვეთილი ჰქონდა, დადუნაშვილი კი თავის კლასელ გოგონასთან ერთად გამოვიდა” – რას იხსენებს 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე

”დავითს ბოლოს სპორტის გაკვეთილი ჰქონდა, დადუნაშვილი კი თავის კლასელ გოგონასთან ერთად გამოვიდა” - რას იხსენებს 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძეგავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსწავლეებს შორის დაპირისპირება 51-ე სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო და ბავშვები მანდატურმა გააშველა, დირექტორი უარყოფს.

– ამ ბავშვებს შორის გინებაც კი არ ყოფილა. ორი ბავშვი რომ ერთად დადგება, ჩვენ სკოლაში იმ წუთას რეაქცია გვაქვს, მშობელს ვიბარებთ, ყველაფერს ერთად ვარკვევთ. ბოლოს სპორტის გაკვეთილი ჰქონდა დავითს, მასწავლებელს ეთამაშა, სპორტის პედაგოგმა გამოაცილა. დადუნაშვილი კი თავის კლასელ გოგონასთან ერთად გამოვიდა. არანაირი სერიოზული მოტივი არ ყოფილა, ეს იყო რაღაც გაუგებრობა, – განაცხადა მანანა თურქაძემ.

სკოლის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ მან სკოლასთან უცხო ბავშები შენიშნა, თუმცა მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა.

– დავინახე, რომ უცხო ბავშვები, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლეები წამოვიდნენ, ჩვენს ბავშვებს შეუერთდნენ, ოღონდ არავითარი დაძაბულობა და წავიდნენ ბაქრაძის ქუჩისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მე არანაირი ეჭვი, საფუძველი არ მქონდა, რომ განგაში ამეტეხა, მანდატურს დავურეკე, – განაცხადა 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ყენიამ.

ნიუპოსტი