– უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და სასტუმრო ამ კუთხით დაჯარიმებული არ ყოფილა,- ამის შესახებ სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელმა ეროლ ავგორენმა ჟურნალისტებს განუცხადა. \ – მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. მადლობას ვუხდი ქართულ პოლიციას და მაშველებს. „ლეოგრანდის“ პერსონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან, დეტალურად ჩვენი ადვოკატები გააკეთებენ დამატებით განმარტებებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და […]
კატეგორია: საზოგადოება
რატომ წავიდა ელიზბარ მუჯირი ეკლესიაში და როგორ მოხვდა ანტისაბჭოთა ჯგუფში – უცნობი დეტალები მეუფე შიოს ერისკაცობიდან
მეუფე შიოს (ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი) ახალგაზრდობას და სკოლის პერიოდი გაიხსენეს ტვ ,,იბერიას“ ეთერში გადაცემა ,,პრიორიტეტებში“ გიო მგელაძემ და ირაკლი კაკაბაძემ. მათ ცნობილი ფოტოს ისტორიაც გაიხსენეს, სადაც ერთად არიან პრეზიდენტი მარგველაშვილი, მეუფე შიო, ლევან ვასაძე, გიო მგელაძე, ირაკლი კაკაბაძე და მამა გრიგოლი. – ბავშვობაში ბუტას ეძახდნენ… მე მითხრა, როცა ეკლესიაში გადაწყვიტა წასვლა. ეს გზა გადაწყვიტა არა […]
ბესო აბულაძე – ”გადარჩენილებმა მეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს”
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ზაურ აბულაძის ბიძა ბესო აბულაძე გამოძიებას მიმართავს. როგორც ბესო აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდარის გამო დეტალურ გამოძიებას ითხოვენ. მისი თქმით, დამნაშავის დადგენის შემთხვევაში, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. – საუნაში სხვებიც იმყოფებოდნენ. როდესაც დაკვამლიანება მოხდა, ამ მომენტში შუქი გათიშეს. იქ მყოფები დაიბნენ და გამოსასვლელს ეძებდნენ. […]
მეუფე იაკობი: „ჩემი ეშინიათ, მაიმუნობის საშუალებას არ ვაძლევ და იმიტომ, ჩემი დემონიზაცია მიდის… “
– მოსაყდრე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებოდი, უარს ვიტყოდი. პატრიარქმა იცის, მე რაც არ მსურს და იმას არ დამავალებს, – ეს განცხადება მეუფე იაკობმა შაბათის კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, სერიოზულ საკითებთან დაკავშირებით პატრიარქი თავად იღებს გადაწყვეტილებას. ქორეპისკოპოსის თქმით, საპატრიარქოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მას აქვს კომუნიკაცია პრემიერთან, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან, ძალოვან უწყებებთან, თავდაცვის სამინისტროს გარდა. ჟურნალისტის მიერ […]
მეუფე გრიგოლი: “ილია მეორე უნდა გადამდგარიყო…”
პატრიარქის ბრძანება მოსაყდრის დანიშვნასთან დაკავშირებით დაპირისპირების მიზეზი გახდა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი “შაბათის კურიერთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პატრიარქის ბრძანება მოსაყდრის დანიშვნის შესახებ შესაძლოა, არალეგიტიმური იყო, რადგან მაშინ შიო მუჯირის გამწესების შემდეგ, თავად ილია მეორე უნდა გადამდგარიყო. მეუფე გრიგოლი არ გამორიცხავს, რომ ილია მეორემ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს. წმინდა სინოდის წევრი ამბობს, რომ “საქმე გვაქვს სამართლებრივ […]
ლეოგრანდში დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო ზაურ აბულაძეა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო. “დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ ნოდარის ძე აბულაძეა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა. თავდაცვის უწყება თანაგრძნობას უცხადებს და უსამძიმრებს 24 ნოემბერს, ბათუმში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას.”- ნათქვამია […]
სამებაში საკვირაო წირვას მიტროპოლიტი შიო მუჯირი ატარებს
სამების საკათედრო ტაძარში დღეს წირვას კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ატარებს. წირვის შემდეგ მეუფე შიო იქადაგებს კიდეც. ეს არის მიტროპოლიტ შიოს პირველი წირვა მოსაყდრედ დასახელების შემდეგ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო 23 ნოემბერს დაასახელა.
საქართველოში 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დაეშვება სახელმწიფო დროშები. სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი. დაშავებულია 15-ზე მეტი ადამიანი. ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ […]
კახა მიქიაშვილი: “ვეცადე შიგნით შევსულიყავი და კიბით ჩავსულიყავი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო“
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს თვითმხილველები იხსენებენ. ისინი ამბობენ, რომ სასტუმროში მოულოდნელად ძლიერი დაკვამლიანება შენიშნეს, რასაც პანიკა მოჰყვა. სასტუმროში მყოფი ადამიანები გარეთ გამოსვლას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, რადგან საევაკუაციო გასასვლელის არსებობის შესახებ მათთვის არავის შეუტყობინებია. – დაახლოებით 5-10 წუთში სასტუმროს ისეთი დაკვამლიანება მოხდა, რომ ვეცადე შიგნით შევსულიყავი და კიბით ჩავსულიყავი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ტერასიდან ვხედავდით რამდენიმე […]
„8 ცხედარი ლიფტში იპოვეს. შუქი რომ გამორთეს, გაიჭედა და კვამლისგან გაიგუდნენ“
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 11 პირიდან, 8 ცხედარი ლიფტში აღმოაჩინეს, 1 აუზში, 1 კი სავარჯიშო დარბაზში – ამ ინფორმაციას გარდაცვლილთა ახლობლები ავრცელებენ. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც სასტუმროში ხანძრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, იქ მყოფებმა შენობის დატოვება სცადეს და ამ მიზნით ლიფტში შევიდნენ, რომლითაც ქვემოთ ჩასვლა სურდათ, თუმცა ელექტროენერგია გაითიშა და ისინი ლიფტში დარჩნენ. […]










