კახა მიქიაშვილი: “ვეცადე შიგნით შევსულიყავი და კიბით ჩავსულიყავი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო“

კახა მიქიაშვილი: "ვეცადე შიგნით შევსულიყავი და კიბით ჩავსულიყავი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო“ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს თვითმხილველები იხსენებენ. ისინი ამბობენ, რომ სასტუმროში მოულოდნელად ძლიერი დაკვამლიანება შენიშნეს, რასაც პანიკა მოჰყვა.
სასტუმროში მყოფი ადამიანები გარეთ გამოსვლას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, რადგან საევაკუაციო გასასვლელის არსებობის შესახებ მათთვის არავის შეუტყობინებია.
– დაახლოებით 5-10 წუთში სასტუმროს ისეთი დაკვამლიანება მოხდა, რომ ვეცადე შიგნით შევსულიყავი და კიბით ჩავსულიყავი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ტერასიდან ვხედავდით რამდენიმე გაღებულ ფანჯარას, ხალხი შველას ითხოვდა, ზეწრებს იქნევდნენ, აქ ვართ, გადაგვარჩინეთო. ძირითადად უცხოელები იყვნენ და ერთი ქართველი გოგო, რომელიც არც ჩანდა, რადგან სასტუმროში უკვე შუქი გაითიშა.

ქვემოდან ვამხნევებდით, დამშვიდდით, მოსულია სახანძრო. გადარჩნენ თუ არა, არ ვიცი, სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია.
მცირე პანიკა იყო, განსაკუთრებით უცხოელი ქალბატონები, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ტერასაზე იყო, ხედავდა როგორ ითხოვდა მისი მეგობარი შველას ნომრიდან და წარმოგიდგნიათ, რა იქნებოდა?!
მერე ერთმანეთს ვამშვიდებდით და ერთ საათში ეს პანიკაც დაცხრა, მობილიზებული ვაყავით, ერთმანეთს დავხმარებოდით.
ვხედავდით, როგორ მოვიდნენ მეხანძრეები, მაგრამ საათნახევარის მანძილზე ვერ ამოვიდნენ კვამლის გამო. დაახლოებით ორ საათში კვამლი შეწყდა, როგორც ჩანს, კერა ჩააქრეს და ამწეები მოადგეს აივანს, მეხანძრეები ამოვიდნენ და ვინც ვიყავით აივანზე უვნებლად გაგვიყვანეს, დაახლოებით 50 ადამიანი ვიქნებოდით. ყველა ცოცხალი, საღ-სალამათი გამოვედით გარეთ.

როცა მეხანძრეები ამოვიდნენ, ჩოჩქოლის გარეშე, ძალიან მობილიზებულად გამოვედით ყველა. გადაგვარჩინა იმან, რომ ახლოს ვიყავით ტერასასთან, – აცხადებს მსახიობი კახა მიქიაშვილი.