„8 ცხედარი ლიფტში იპოვეს. შუქი რომ გამორთეს, გაიჭედა და კვამლისგან გაიგუდნენ“

„8 ცხედარი ლიფტში იპოვეს. შუქი რომ გამორთეს, გაიჭედა და კვამლისგან გაიგუდნენ“ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 11 პირიდან, 8 ცხედარი ლიფტში აღმოაჩინეს, 1 აუზში, 1 კი სავარჯიშო დარბაზში – ამ ინფორმაციას გარდაცვლილთა ახლობლები ავრცელებენ.
მათი თქმით, მას შემდეგ, რაც სასტუმროში ხანძრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, იქ მყოფებმა შენობის დატოვება სცადეს და ამ მიზნით ლიფტში შევიდნენ, რომლითაც ქვემოთ ჩასვლა სურდათ, თუმცა ელექტროენერგია გაითიშა და ისინი ლიფტში დარჩნენ. „არცერთ მათგანს არა აქვს რაიმე დაზიანება. გაგუდულები არიან“, – აღნიშნეს თვითმხილველებმა.ყველა გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ჯუმბერ დიმიტრაძის განცხადებით, დაღუპულთაგან 4 ახალგაზრდა ხულოს მკვიდრია: ზაურ აბულაძე, დათო ქამადაძე, მარად შანთაძე და როინ ჯოყილაძე.