კატეგორია: საზოგადოება

სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაშავებული მეხანძრე: „ძლიერი დაკვამლიანება იყო, კვამლი ჩავყლაპე და გრძნობა დავკარგე“

სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაშავებული მეხანძრე: „ძლიერი დაკვამლიანება იყო, კვამლი ჩავყლაპე და გრძნობა დავკარგე“

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაშავებულთა შორის სამი მეხანძრე იყო. მათ სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვეს. როგორც ერთ-ერთი მეხანძრე ომარ ბერიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სასტუმროში ხანძრის დროს ძლიერი დაკვამლიანება იყო. „კვამლი ჩავყლაპე, რის შედეგადაც გრძნობა დავკარგე“, – განაცხადა მეხანძრემ. გუშინ, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაშავებულები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით […]

პატრიარქმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდთან“ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

პატრიარქმა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდთან“ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდთან“ მივიდა. ილია მეორემ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ასევე სასტუმროსთან იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები. ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. ხანძრის შედეგად, სულ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს, მათგან 13 კი […]

საქართველოს პატრიარქი ბათუმში ხანძრის ადგილას მივა

საქართველოს პატრიარქი ბათუმში ხანძრის ადგილას მივა

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში”, სადაც გუშინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მივა. ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახური ავრცელებს. სავარაუდოდ, კათოლიკოს პატრიარქი ლეოგრანდთან ერთ საათში იქნება და პარაკლის გადაიხდის.

ბიჭმა დედას დაურეკა, მიშველე, ვიხრჩობიო – ხანძარი საუნადან გაჩნდა, “ლეოგრანდში” დაღუპული 6 მამაკაცი სავარჯიშო დარბაზში იყო

შსს - "ლეო გრანდში" 11 ადამიანი დაიღუპა

სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპული 6 ახალგაზრდა მამაკაცი ხანძრის დროს სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილების ახლობლებმა განუცხადეს. დაღუპულებიდან ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ ლიფტში იპოვეს, ორი კი სავარჯიშო დარბაზთან. – ჩემი ახლობლები, 29 და 33 წლის ბიჭები, სავარჯიშო დარბაზში დაახლოებით, 1 საათის მისულები იქნებოდნენ, ინტენსიურად დადიოდნენ და ვარჯიშობდნენ. ერთ-ერთი მეზღვაური იყო, 1 კვირის წინ დაბრუნდა ნაოსნობიდან. […]

შსს – “ლეოგრანდში” ხანძარმა საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე იმსხვერპლა – ვიდეო

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში", ხანძარია

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში და შენობაში მყოფი ადამიანების სამაშველო ოპერაციაში პირველივე წუთებიდან, მყისიერად ჩაერთნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის სალიკვიდაციო […]

ზაალ მიქელაძე – “ლეოგრანდში” დაშავდნენ თურქეთის 5 და ისრაელის 1 მოქალაქე, დანარჩენები ქართველები არიან

დაუზუსტებელი ინფორმაციით, "ლეო გრანდში" მსხვერპლის რიცხვი 18-მდე გაიზარდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის, “ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან 18 ადამიანი რჩება საავადმყოფოებში. მათგან 1 ისრაელის მოქალაქეა, 5 – თურქეთის, დანარჩენი კი – საქართველოსი. მიქელაძის თქმით, დაზარალებულებს აღენიშნებათ ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის ნიშნები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულთაგან ორი პაციენტი იმყოფება “მედცენტრში“, რვა – რეფერალურ ჰოსპიტალში, სამი – რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, ხუთი კი […]

ზაზა სოფრომაძე – ყველა დაღუპული იდენტიფიცირებულია

"ლეოგრანდის" ნომრებში მაშველები ხალხს ეძებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძის თქმით, იმის გარანტია, რომ დაღუპუჺთა რაოდებობა არ გაიზრდება, არ არსებობს. – ხანძარი ლიკვიდირებულია, მაგრამ ჯერჯერობით იმის გარანტია არ არსებობს, რომ დაღუპულთა რიცხვი არ გაიზრდება. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სამედიცინო პერსონალი მზადაა, ადამიანებს ყველანაირი დახმარება აღმოუჩინონ,-  აცხადება სოფრომაძე. მისივე თქმით, ყველა დაღუპული იდენტიფიცირებულია.

გახარია – “ხანძარი მე-4-5 სართულებზე იყო და ხალხი სპეცტექნიკით გამოვიყვანეთ, რადგან სახანძრო კიბე ვერ ვნახეთ”

გახარია სპეცოპერაციის შესახებ - "არავის აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება"

შს მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, სასტუმრო “ლეო გრანდში” დაღუპულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც და უცხოელებიც. _ მეშვიდე სართულიდან სპეციალური ტექნიკა დაგვჭირდა ხალხის გამოსაყვანად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე. ხანძარი  იყო მეოთხე და მეხუთე სართულზე და ადამიანები იყვნენ ბლოკირებული, დაგვჭირდა სპეციალური ტექნიკა, რომ ხალხი იქიდან მოგვეხსნა. ვერ ვიპოვეთ სახანძრო კიბე, რომ […]

შსს – “ლეო გრანდში” 11 ადამიანი დაიღუპა

შსს - "ლეო გრანდში" 11 ადამიანი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა წინასწარი ინფორმაცია 12 გარდაცვლილის შესახებ, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ ინფორმაცია დაზუსტდა. „მიმდინარეობს გარდაცვლილების იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან […]

დაუზუსტებელი ინფორმაციით, “ლეო გრანდში” მსხვერპლის რიცხვი 18-მდე გაიზარდა

დაუზუსტებელი ინფორმაციით, "ლეო გრანდში" მსხვერპლის რიცხვი 18-მდე გაიზარდა

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბათუმში სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ათეულობით დაშავებული კლინკაშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფება პრემიერი კვირიკაშვილი, რომელიც ბრიუსელიდან პირდაპირ ბათუმში ჩაფრინდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გარდაცვლილების იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, […]