სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაშავებული მეხანძრე: „ძლიერი დაკვამლიანება იყო, კვამლი ჩავყლაპე და გრძნობა დავკარგე“

სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაშავებული მეხანძრე: „ძლიერი დაკვამლიანება იყო, კვამლი ჩავყლაპე და გრძნობა დავკარგე“ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაშავებულთა შორის სამი მეხანძრე იყო. მათ სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვეს.
როგორც ერთ-ერთი მეხანძრე ომარ ბერიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სასტუმროში ხანძრის დროს ძლიერი დაკვამლიანება იყო.

„კვამლი ჩავყლაპე, რის შედეგადაც გრძნობა დავკარგე“, – განაცხადა მეხანძრემ.
გუშინ, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

დაშავებულები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აჭარის რეგიონის პირველმა პირებმა მოინახულეს.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სასტუმრო „ლეოგრანდთან“ სასულიერო პირებთან ერთად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.