ზაალ მიქელაძე – “ლეოგრანდში” დაშავდნენ თურქეთის 5 და ისრაელის 1 მოქალაქე, დანარჩენები ქართველები არიან

ზაალ მიქელაძე - "ლეოგრანდში" დაშავდნენ თურქეთის 5 და ისრაელის 1 მოქალაქე, დანარჩენები ქართველები არიანაჭარის ჯანდაცვის მინისტის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის, “ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან 18 ადამიანი რჩება საავადმყოფოებში. მათგან 1 ისრაელის მოქალაქეა, 5 – თურქეთის, დანარჩენი კი – საქართველოსი.

მიქელაძის თქმით, დაზარალებულებს აღენიშნებათ ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის ნიშნები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაშავებულთაგან ორი პაციენტი იმყოფება “მედცენტრში“, რვა – რეფერალურ ჰოსპიტალში, სამი – რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, ხუთი კი – ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში.

მინისტრის თქმით, გარდაცვლილი ადამიანების 11 ცხედარი ამჟამად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია.

ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

იმედინიუსი