გახარია – “ხანძარი მე-4-5 სართულებზე იყო და ხალხი სპეცტექნიკით გამოვიყვანეთ, რადგან სახანძრო კიბე ვერ ვნახეთ”

გახარია - "ხანძარი მე-4-5 სართულებზე იყო და ხალხი სპეცტექნიკით გამოვიყვანეთ, რადგან სახანძრო კიბე ვერ ვნახეთ"შს მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, სასტუმრო “ლეო გრანდში” დაღუპულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც და უცხოელებიც.
_ მეშვიდე სართულიდან სპეციალური ტექნიკა დაგვჭირდა ხალხის გამოსაყვანად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე.
ხანძარი  იყო მეოთხე და მეხუთე სართულზე და ადამიანები იყვნენ ბლოკირებული, დაგვჭირდა სპეციალური ტექნიკა, რომ ხალხი იქიდან მოგვეხსნა. ვერ ვიპოვეთ სახანძრო კიბე, რომ გამოგვეყენებინა. ამიტომ საქმე გადაკვიფიცირდა 243-ე მუხლზე, _ განაცხადა მინისტრმა.