სკანდალი გორში – პედაგოგები ბავშვებს სთხოვდნენ ეღიარებინათ, რომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს

სკანდალი გორში - პედაგოგები ბავშვებს სთხოვდნენ ეღიარებინათ, რომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცესგორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში პედაგოგები მოზარდებს აიძულებდნენ ეღიარებინათ, რომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს. ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა და მას სკოლის სხვა მოსწავლეებიც შეესწრნენ. მომხდარის დეტალები „ნიუპოსტს“ კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა.

„ბავშვები მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან, ვიცით, რომ ერთმანეთი უყვართ. ბიჭი შესული იყო საკლასო ოთახში, სადაც გოგონა ნახა და გამოსვლისას მასწავლებელი შეხვდა კარებში. დაჟინებით ამტკიცებდა, დაგინახეთ, ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდითო.

ბავშვები ძალიან დიდ უხერხულობაში აღმოჩნდნენ და ბუნებრივია ბრალდება უარყვეს. მერე სხვა მასწავლებელიც შემოიყვანა და ორივე ერთად უმტიცებდნენ მოზარდებს, რომ ტუჩებში კოცნიდით და აღიარეთო. ყველა ბავშვს გააგებინეს და ყველა მოსწავლებელს. ესეც არ ეყოთ და სკოლაში მშობლები დაიბარეს, რომლებსაც იგივე აბსურდი უამბეს.

გასაკვირი ისაა, რომ გოგოს და ბიჭის შეხვედრას, საკლასო ოთახში, შესვენებისას, სხვა მოსწავლეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბავშვებმა მხოლოდ ისაუბრეს და მასწავლებლები ბრალდებას გაუგონარი მიზეზების გამო უყენებენ. რომც ეკოცნათ და ეს პედაგოგს დაენახა, საქვეყნოდ უნდა შეერცხვინათ ბავშვები? ეს არის ჩვენი განათლების სისტემა? ამ პედაგოგებმა უნდა აღზარდონ ბავშვები? რა უნდა ასწავლონ მათ სხვას? ესენი არიან მოძალადე მასწავლებლები, რომლებიც მათ ხელში ბავშვები ბულინგის მსხვერპლი ხდებიან.“-აცხადებს „ნიუპოსტის“ წყარო.
მისივე ცნობით, სკოლის მოსწავლეები მომხდარმა იმდენად აღაშფოთა, რომ მასწავლებლების გათავისუფლების მოთხოვნით შესაძლოა განათლების სამინისტროს მიმართონ.