მამაკაცმა სიგარეტი მოითხოვა, ჯებირზე ავიდა და მტკვარში გადახტა – ინციდენტი რესტორან ”თავადურთან”

მამაკაცმა სიგარეტი მოითხოვა, ჯებირზე ავიდა და მტკვარში გადახტა - ინციდენტი რესტორან ”თავადურთან”ერთი საათის წინ მტკვარში ჩავადნილი მამაკაცი ცოცხალია. მისი ამოყვანის სამაშველო ოპერაცია ნახევარ საათს გრძელდებოდა. იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება.

ინციდენტი რესტორან ”თავადურის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველის განცხადებით, რომელმაც სამაშველო სამსახური გამოიძახა, მამაკაცი მას მიუახლოვდა, სიგარეტი მოსთხოვა, ჯებირზე დადგა და შემდეგ მტკვარში გადახტა.

ამის შემდეგ შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, რესტორან ,,თავადურის ” მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა.

მამაკაცმა სიგარეტი მოითხოვა, ჯებირზე ავიდა და მტკვარში გადახტა - ინციდენტი რესტორან ”თავადურთან”შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა. შსს-ს მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. შსს–ს ინფორმაციით, მამაკაცის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.