კატეგორია: საზოგადოება

ლიკა ქავჟარაძის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლიდან ცოტა ხნის წინა გამოასვენეს. როგორც imedinews-ისთვის გახდა ცნობილი, ის ექსპერტიზაზე გადააქვთ სასამართლო-სამედიცინო კვლევის ჩასატარებლად. დღეს ცნობილი ქართველი მსახიობი აბაშიძის ქუჩაზე, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. უწყების მტკიცებით, მსახიობის სხეულზე ძალადობის კვალი აღმოჩენილი არ არის. იმედინიუსი

მანანა შარაშიძე – ლიკა ქავჟარაძე მოკლა ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემამ

მანანა შარაშიძე - ლიკა ქავჟარაძე მოკლა ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემამ

ლიკა ქავჟარაძე მოკლა ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემამ – ამ განცხადებას მსახიობის მეგობარი აკეთებს. მანანა შარაშიძის თქმით, გარდაცვლილი წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ვერ იღებდა შესაბამის დახმარებას, ის კი სპეციალურ სოციალურ სერვისებს საჭიროებდა. ლიკა ქავჟარაძის ცხედარი დღეს აბაშიძის ქუჩაზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. უწყების მტკიცებით, მსახიობის სხეულზე ძალადობის კვალი აღმოჩენილი არ არის. იმედინიუსი

ზაზა კოლელიშვილი – ლიკა ქავჟარაძეს თავის მოკვლის მიზეზი არ ჰქონდა… მისმა ახლობელმა დარეკა პოლიციაში, რადგან ალბათ ის არ პასუხობდა ზარებს… ჩვენ გამოფენისთვის ვემზადებოდით

ზაზა კოლელიშვილი - ლიკა ქავჟარაძეს თავის მოკვლის მიზეზი არ ჰქონდა... მისმა ახლობელმა დარეკა პოლიციაში, რადგან ალბათ ის არ პასუხობდა ზარებს... ჩვენ გამოფენისთვის ვემზადებოდით

აბაშიძის ქუჩაზე მსახიობ ლიკა ქავჟარაძის საცხოვრებელ სახლთან მისი მეგობრები იკრიბებიან. მათი ნაწილი გარდაცვლილის სახლში უკვე იმყოფებოდა. როგორც გარდაცვლილი მსახიობის სახლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ლიკა ქავჟარაძის მეგობარმა ზაზა კოლელიშვილმა განუცხადა, ლიკა ქავჟარაძე გარდაცვალების მომენტში სახლში მარტო იმყოფებოდა. მისივე თქმით, ის გამოფენის მოწყობას გეგმავდა. ზაზა კოლელიშვილის აზრით, მსახიობს არ ჰქონდა რაიმე მიზეზი, რაც სუიციდისკენ უბიძგებდა. – ეს […]

ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ამ წუთებში თბილისში აბაშიძის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. დაახლოებით ერთი საათის წინ მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, ლიკა ქავჟარაძეს ძალადობის კვალი არ აქვს და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ლიკა ქავჟარაძეს 26 ოქტომბერს 58 წელი უსრულდებოდა. ის 1959 წელს არის […]

სინოდმა მეუფე სერაფიმე მონასტერში გაუშვა

სინოდმა მეუფე სერაფიმე მონასტერში გაუშვა

საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე, ციანიდის საქმის გარდა, მეუფე სერაფიმეს საკითხიც განიხილეს. ამ უკანასკნელს ცოტა ხნის წინ მძიმე ბრალდებით ბორჯომის ეპარქია დაატოვებინეს. ის ცოტა ხნის წინ რუსეთის პატრიარქის, კირილის, გვერდითაც გამოჩნდა. სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე საქართველოში, ფოკას მონასტერში დააბრუნეს. ნიუპოსტი

სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობი და მეუფე პეტრე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობი და მეუფე პეტრე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

“პირველი რადიოსთვის” ცნობილი ხდება, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ქორეპისკოპოსსა და ბოდბის ეპარქიის ხელმძღვანელს, მეუფე იაკობსა და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს შორის მწვავე კამათი გაიმართა. ამ ინფორმაციის თანახმად, პატრიარქიის ქორეპისკოპოსი და მისი ე.წ. დაჯგუფება წმინდა სინოდზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტის დასჯას ითხოვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, დასჯის ერთ ერთ ვარიანტად მეუფე პეტრესთვის ახალი, მკაცრი გაფრთხილების მიცემა იგულისხმებოდა. მეორე ვარიანტად […]

დაადებს თუ არა სინოდი ახალ სასჯელს მეუფე პეტრეს

დაადებს თუ არა სინოდი ახალ სასჯელს მეუფე პეტრეს

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, არ არის გამორიცხული სინოდმა გადაწყვიტოს და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს ახალი სასჯელი დაადოს. არაოფიციალური ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე განხილული იქნება ციანიდის სკანდალური საქმის შემდეგ ეკლესიის შიგნით და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. შეგახსენებთ, რომ სინოდის 9 მარტის სხდომაზე მიტროპოლიტი პეტრე დადანაშაულებული იყო იმაში, რომ ის უხეშად არღვევდა ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და […]

მამა მიქაელ ბოტკოველი: „ეჭვი მეპარება, რომ სინოდზე დღეს საუბარი ციანიდის საქმეს შეეხოს“

მამა მიქაელ ბოტკოველი: „ეჭვი მეპარება, რომ სინოდზე დღეს საუბარი ციანიდის საქმეს შეეხოს“

– ეჭვი მეპარება, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე საუბარი ე.წ. ციანიდის საქმეს შეეხოს, – განუცხადა ჟურნალისტებს პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა სინოდის სხდომის დაწყებამდე – დიდი ხანია მზადდებოდა სინოდის სხდომა და გადაწყდა, რომ დღეს ჩატარდება. ვერაფერს გეტყვით, სანამ სინოდის სხდომა არ დასრულდება. სხდომის დასასრულს განცხადებას გააკეთებს სხდომის მდივანი, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

საგარეჯოში ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა

საგარეჯოში ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა

საგარეჯოში ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა. imedinews- ის ცნობით, Mitsubishi-ის მარკის ავტომობილი ფორდ-ტრანზიტს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ Mitsubishi-ის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

ნუცუბიძის ქუჩაზე ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა

ნუცუბიძის ქუჩაზე ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა

ნუცუბიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც 1tv.ge თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ბოძი წაიქცა და როგორც ავტომობილი, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსი დააზიანა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნუცუბიძის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხდა. ფოტო/წყარო 1tv.g