ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესამ წუთებში თბილისში აბაშიძის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. დაახლოებით ერთი საათის წინ მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
წინასწარი მონაცემებით, ლიკა ქავჟარაძეს ძალადობის კვალი არ აქვს და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესლიკა ქავჟარაძეს 26 ოქტომბერს 58 წელი უსრულდებოდა. ის 1959 წელს არის დაბადებული. ლიკა ქავჟარაძემ ხალხს ყველაზე მეტად “ნატვრის ხეში”, მარიტას როლით დაამახსოვრა თავი.