მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლიდან ცოტა ხნის წინა გამოასვენეს. როგორც imedinews-ისთვის გახდა ცნობილი, ის ექსპერტიზაზე გადააქვთ სასამართლო-სამედიცინო კვლევის ჩასატარებლად.
დღეს ცნობილი ქართველი მსახიობი აბაშიძის ქუჩაზე, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. უწყების მტკიცებით, მსახიობის სხეულზე ძალადობის კვალი აღმოჩენილი არ არის.
იმედინიუსი

