საგარეჯოში ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა

საგარეჯოში ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლასაგარეჯოში ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა. imedinews- ის ცნობით, Mitsubishi-ის მარკის ავტომობილი ფორდ-ტრანზიტს დაეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ Mitsubishi-ის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.