ნუცუბიძის ქუჩაზე ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა

ნუცუბიძის ქუჩაზე ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახანუცუბიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც 1tv.ge თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ბოძი წაიქცა და როგორც ავტომობილი, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსი დააზიანა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნუცუბიძის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხდა.

ფოტო/წყარო 1tv.g