მამა მიქაელ ბოტკოველი: „ეჭვი მეპარება, რომ სინოდზე დღეს საუბარი ციანიდის საქმეს შეეხოს“

მამა მიქაელ ბოტკოველი: „ეჭვი მეპარება, რომ სინოდზე დღეს საუბარი ციანიდის საქმეს შეეხოს“– ეჭვი მეპარება, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე საუბარი ე.წ. ციანიდის საქმეს შეეხოს, – განუცხადა ჟურნალისტებს პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა სინოდის სხდომის დაწყებამდე
– დიდი ხანია მზადდებოდა სინოდის სხდომა და გადაწყდა, რომ დღეს ჩატარდება. ვერაფერს გეტყვით, სანამ სინოდის სხდომა არ დასრულდება. სხდომის დასასრულს განცხადებას გააკეთებს სხდომის მდივანი, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.