კატეგორია: საზოგადოება

ღარიბაშვილმა, რობერტ სტურუას 700 ათასი ლარის ქონება 1 ლარად გადაუფორმა

ღარიბაშვილმა რობერტს სტურუას ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება 1 ლარად მისცა – ძღვენი რეჟისორმა “ქართლი ოცნების” მხარდამჭერი ინტერვიუს შემდეგ და გადამწყვეტი არჩევნების წინ მიიღო. ყველაფერი 2021 წლის 3 ნოემბერს დაიწყო – არჩევნებიდან 3 დღეში მთავრობამ 1945-ე განკარგულება გამოსცა და ქონების მართვის სახელმწიფო სააგენტოს რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის 1 ლარად მიყიდვა […]

ქალმა სახლში იმშობიარა და ჩვილი ნაგავში გადააგდო

შემზარავი ფაქტი თბილისში – ორი კვირის წინ, დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში ცხრასართულიან კორპუსში, ცხრა თვის ფეხმძიმემ ბინაში იმშობიარა. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ქალი სახლში იმ დროს მარტო იყო, ნაყოფიც მუცლიდან თავად გამოიყვანა, შემდეგ კი შვილი მოიშორა. მშობიარობიდან რამდენიმე საათში დაახლოებით ღამის 22:00 საათზე, როცა ოჯახის წევრები უკვე სახლში იყვნენ, ქალი მოულოდნელად დამძიმდა. ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, თუმცა საავდმყოფოში […]

სამლოცველოდან წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი დაიკარგა

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-10 კვარტალში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან სიწმინდე მოიპარეს. ინფორმაცია ეკლესიის Facebook გვერდზე გავრცელდა: “მოხდა სამწუხარო ფატქი! ამა წლის 13 იანვარს, #ვარკეთილის ზემო პლატოს მე-10 კვარტალში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან დაიკარგა (მოიპარეს), თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი სიწმინდე, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი (რომელიც ფოტოზეა ასახული). შეშფოთებას გამოვთქვავთ ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ! […]

„სამსახურიდან გამიშვეს, რადგან ჩემს მეუღლეს კოვიდი ჰქონდა და იზოლაციაში ვიყავი“ – მირიან ნათენაძე

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული, მირიან ნათენაძის თქმით, კომპანია „მაკრო კონსთრაქშენის“ ხელმძღვანელობამ სამსახურიდან იმიტომ გაათავისუფლა, რომ კოვიდის გამო, თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწია. „ჩემს მეუღლეს 24 დეკემბერს დაუდასტურდა კოვიდი, გადავედი იზოლაციაში, ვერ მივიდოდი სამსახურში და სხვას ვერ გადავდებდი, ასეთი უპასუხისმგებლო არ ვარ. 10 დღე ვიყავი სახლში, 11–ე დღეს მოვედი და მითხრეს, შენი ადგილი სხვამ დაიკავაო“, – ამბობს […]

„ჩვენი მიზანია, განჯის ჭიშკარი აზერბაიჯანს დაუბრუნდეს“ – აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი

გვინდა განჯის ჭიშკარი აზერბაიჯანს ოფიციალური მოლაპარაკებების გზით დაუბრუნდეს – ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ანარ კარიმოვმა, განჯაში ყოფნისას, ადგილობრივ მედიასთან გააკეთა. მინისტრის თქმით, ამ თემაზე საუბარი ქართულ მხარესთან, მისი საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს შედგა. ​ანარ კარიმოვი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 2021 წლის ივლისში იმყოფებოდა. “განჯის ჭიშკრის ბედზე საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან ჩვენ ვიმსჯელეთ იქ ჩემი ბოლო […]

 დედამიწას „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი უახლოვდება

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ინფორმაციით, დედამიწას „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი უახლოვდება. ამის შესახებ გამოცემა Newsweek-ი წერს. NASA-ში აცხადებენ, რომ ასტეროიდის 138971 (2001 CB21) დიამეტრი დაახლოებით 1,3 კილომეტრია და ის ეიფელის კოშკზე ოთხჯერ მაღალია. სავარაუდოდ, ასტეროიდი, რომელიც 43000 კმ/სთ სიჩქარით მოფრინავს, დედამიწას 4 მარტს მოუახლოვდება. იმედინიუსი

თბილისში სვავმა საკანცელარიო დანა გადაყლაპა

მტაცებელმა ფრინველმა საკანცელარიო დანა გადაყლაპა. ფოტოებს კლინიკა „ვეტექსი“ ავრცელებს. როგორც აღმოჩნდა, ექიმებმა ფრინველის დანა ორგანიზმიდან ამოიღეს. დანა დაახლოებით 190.71 მილიმეტრი სიგრძის იყო. „ქათმის პოსტი ხო ელვის სისწრაფით აიტაცეთ? ჰო და ახლა ინებეთ ბატონო ერთ-ერთი უიშვიათესი მტაცებელი ფრინველი და მისგან მონაპოვარი საკანცელარიო დანა. ბატკანძერი, იგივე ყაჯირი, იგივე კრავიჭამია და იგივე სვავი მთელი თავისი სილამაზით, ქათამი გადარჩენილია […]

 ყვარლის ტყეში ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ადგილობრივების თქმით, ცეცხლის ქრობის პროცესს რთული მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს, რადგან ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება და ძლიერი ქარია. ხანძრის ზონაში მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა.

„უნიღბოდ 2-3 წუთიც საკმარისია „ომიკრონით“ ინფიცირებისთვის“ – ივანე ჩხაიძე

„უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია „ომიკრონის” შემთხვევაში ინფიცირებისთვის“, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა. „თავიდან ავიცილოთ თავშეყრა, დახურულ სივრცეში ადამიანების თავყრილობები, განსაკუთრებით ეს ეხება კვების ობიექტებს, ვინაიდან იქ უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია „ომიკრონის” შემთხვევაში ინფიცირებისთვის. ასე რომ სიფრთხილის ზომები ახლა უნდა იყოს გაათმაგებული და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ვაქცინაციის, […]

ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან.