ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლამდე ასაკის გოგო ცოტნე დადიანის ხიდის მოაჯირზე იჯდა. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, გოგონა სავარაუდოდ ხიდიდან გადახტა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ფორტუნა
კატეგორია: შემთხვევა
შავშვებთან მინივენი აუდის შეეჯახა – 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვია
თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 მცირეწლოვანი ბავშვია. ერთმანეთს სამგზავრო მინივენი და „აუდის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული 8-ვე მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. „გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „სასწრაფო […]
ჩოხატაურში ფორდი ხეს შესკდა – მძღოლი დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში – ცენტრალურ გზაზე მოძრავმა “ფორდის” ტიპის მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს დაეჯახა. შემთხვევა სოფელ გორაბერეჟოულში მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა “ფორდის” მძღოლი – შუახნის მამაკაცი. “კურიერის” ინფორმაციით, ის ბათუმში ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.
ჭიათურაში დენის დარტყმით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა
„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა “ – მთაწმინდაზე კამაზმა ორი მანქანა დაამტვრია და სახლის ეზოში შევარდა
მთაწმინდის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. კამაზის შეჯახების შედეგად ორი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. როგორც „მთავარს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, სავარაუდოდ კამაზის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ საცხოვრებელი სახლის ეზოს წინ გაჩერებულ BMW-ს მარკის ავტომანქანას შეეჯახა, ამის შემდგ კი სახლის ეზოში შევარდა. შემთხვევა რჩეულიშვილის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
ლიკანთან 2 სამარშრუტო ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა – 10 ადამიანი დაშავდა
ლიკანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი სამარშრუტო ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდათ. ისინი ბორჯომის კლინიკაში არიან გადაყვანილები. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე […]
გმირთა მოედანზე ტოიოტამ სკუტერით მოძრავი კაცი გაიტანა და მოკლა
30 ივლისს გვიან ღამით თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ელექტროსკუტერით მოძრავ ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა სწრაფად მოძრაობდა. მომხდარის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება. მსუბუქი მანქანის მძღოლი უკვე გამოკითხეს სამართალდამცველებმა. პირველი არხი
პოლიციელი არასრულწლოვანს დაეჯახა, მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა
პროკურატურამ სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც […]
სანაპიროზე მანქანა ხეს შეეჯახა – მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვია. იპნ
ჩაქვი-ბათუმის გზაზე 2 მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა – 4 პირი დაშავდა
ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთი ადამიანი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, ხოლო სამ დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა, სატრანსპორტო მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების […]










