თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაცით, ბმვ-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და ამობრუნდა. ინციდენტის დროს დაშავდნენ ავტომობილში მსხდომი პირები. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიცია იყო მობილიზებული.
კატეგორია: შემთხვევა
მდინარე ჯუმში პირუტყვის გადარეკვისას 15 წლის ზვიად ქანთარია დაიღუპა
ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში, ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე ჯუმში დაკარგული მოზარდი იპოვეს. სოფლის რწმუნებულმა მამუკა ჯოლოგუამ განაცხადა, რომ 15 წლის მოზარდის ცხედარი ქვიშაში იყო ჩაფლული. “მდინარის დონემ რომ დაიკლო, სადაც დაიკარგა იქიდან ერთ კილომეტრში იპოვეს”, – განაცხადა ჯოლოგუამ. გარდაცვლილი მოზარდი ზაალ ქანთარიაა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბიჭი პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა – […]
მდინარე ჯუმში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე ჯუმში დაკარგული მოზარდი იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” სოფლის რწმუნებულმა მამუკა ჯოლოგუამ განუცხადა. მისივე თქმით, 15 წლის მოზარდის ცხედარი ქვიშაში იყო ჩაფლული. “მდინარის დონემ რომ დაიკლო, სადაც დაიკარგა იქიდან ერთ კილომეტრში იპოვეს”, – განაცხადა ჯოლოგუამ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და […]
ყვარელში მანქანა სახლის წინ მსხდომ ხალხს დაეჯახა – 1 ქალი დაიღუპა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომანქანა სახლის წინ მსხდომ მოქალაქეებს დაეჯახა. შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. შემთხვევა წუხელ, 13 ივლისს, მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ადგილობრივებს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით […]
კარლო ლაფერაძე და მისი ცოლი სოფო იაშვილი მძიმე ავარიაში მოყვნენ – რა მოხდა რაჭაში
სავარაუდო დანაშაული, რომელიც ტრაგედიით დასრულდა – რაჭაში ორმა ნასვამმა პირმა ავტომობილი პატრონის ნებართვის გარეშე წაიყვანა. “კურიერის” ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ამბროლაურიდან ონის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანდა სამი მანქანა, გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი პირი, მეორე კი დაშავდა. დაზიანებები აღენიშნებათ სხვა ავტომობილების მგზავრებს, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანას […]
ზუგდიდში მდინარეში 15 წლის ბიჭს ეძებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვში მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდს ეძებენ. როგორც სოფლის რწმუნებულმა მამუკა ჯოლოგუამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მოზარდი პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, როდესაც დინებამ გაიტაცა. მისივე ინფორმაციით, მოზარდს მდინარეში დაახლოებით ორი საათია ეძებენ. ” საქონლის გადასარეკად გადადიოდა, რა დროსაც გაიტაცა მდინარემ. მასთან ერთად სხვა ბავშვებიც იყვნენ და ისინი ყვებიან ამას. მდინარე ადიდებულია და […]
თემქაზე კორპუსის მე-10 სართულზე აფეთქება მოხდა
თბილისში, თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულზე აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. აფეთქება ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. „საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულზე მოხდა აფეთქება, სახლი დაკეტილი იყო და არავინ არ იმყოფებოდა. ხანძარი არ ფიქსირდება, ჩამსხვრეულია ფანჯრები და ჩამოშლილია შეკიდული ჭერი. ადგილზე […]
აღმაშენებლის ხეივანში 2 მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახნენ – 4 ადამიანი დაშავდა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავარია მოხდა. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მსხდომი 4 ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები და სახანძრო-სამაშველო სამსახური. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
სვანეთში მანქანა მდინარეში გადავარდა – მანქანა ამოიყვანეს, მძღოლს ვერ პოულობენ
მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარე მულხურაში გადავარდა. შემთხვევა მესტია-უშგულის გზის მულახის მონაკვეთზე მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, მდინარეში გადავარდნილ ავტომობილში ერთი ადამიანი იჯდა, რომლის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. „ერთი ადამიანი იჯდა მანქანაში და მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ტერიტორიაზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ყველა ბრიგადა, ვინც კი გვყავდა ადგილზე“ , […]
რუსთავში ჯართის პუნქტში აფეთქება მოხდა – 1 მამაკაცი დაიღუპა – ვიდეო
რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჯართის დამუშავების დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. თვითმხილველების თქმით, გაზის დანადგარი სატვირთო ავტომობილზე იდო, როდესაც აფეთქდა აფეთქების შედეგად 35 წლის მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც “ინტერპრესნიუსს” რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, ბრიგადამ დაშავებული […]









