ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალი მოყინულია, რის გამოც, რამდენიმე ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ერთ-ერთი ავტოავარია სოფელ ეწერთან მოხდა, სადაც სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდნენ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე საპატრულო პოლიცია არის მობილიზებული და ავტომობილების […]
კატეგორია: შემთხვევა
რიკოთზე ობიექტი ჩამოინგრა და 3 მუშა მოიყოლა
რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა და გავრცელებული ინფორმაციით, სამი მუშა მოიყოლა. ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი მუშა მსუბუქად დაშავდა, ერთის გადაყვანა გახდა საჭირო. “დღეს დილით, რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს, სამუშაო ობიექტის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევაში დასაქმებულები მოჰყვნენ, მათგან ერთი მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთი დაშავებული […]
ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა
აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე მანქანა ერთმანეთს დაეჯახა
ქუთაისში, მრავალსართულინ ბინაში ლიფტი ჩაწყდა
ქუთაისის სოციალურ საცხოვრებელში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთი მცხოვრები მაღალი სართულიდან პირველ სართულზე ჩასვლას ლიფტით აპირებდა. “გამოუძახებია მეზობელს, ქვევით მიდიდოდა და ამ დროს ჩამწყდარა. კიდევ კარგი, რომ მანამდე ჩაწყდა, ვიდრე შიგნით შევიდოდა. საშინელი ხმაური იყო, გვეგონა რაღაც გასკდა შენობაში. გამოვედით და ეს მდგომარეობა დაგვხვდა. მეც ხშირად ვსარგებლობ ამ ლიფტით და გამიმართლა, რომ სამსახურში […]
მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თეთნულდის სამაშველო სამსახურმა უკრაინელი ტურისტი, თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე,აკრძალულ ზონაში, თოვლის საფარის ქვეშ გარდაცვლილი იპოვეს. „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, გუშინ, თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც თეთნულდის სამაშველო სამსახურმა 4 ჩეხი ტურისტი გადაარჩინა, სამაშველო ოპერაცია მხოლოდ ორ წუთი გაგრძელდა. „ზვავში სხვა პირის შესაძლო მოყოლაზე ინფორმაცია ტურისტების მიერ არ დასტურდებოდა, თუმცა […]
ლანჩხუთში ეგვიპტის მოქალაქე ნისანით ეგვიპტის მეორე მოქალაქეს დაეჯახა
ლანჩხუთში, ეგვიპტის მოქალაქე ახალგაზრდა მამაკაცს “ნისანის” მარკის ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც ასევე ეგვიპტის მოქალაქე მართავდა. თვითმხილველების თქმით, შეჯახება მაშინ მოხდა, როდესაც ქვეითი გზის გადაკვეთს ცდილობდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტს მსუბუქი დაზიანებები სახეზე და ფეხზე აღენიშნება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რაც ავტომობილის ან […]
მეტრო დელისზე ხანძარი გაჩნდა
თბილისის მეტროს “საბურთალოს ხაზზე” შეფერხება ხანძარმა გამოიწვია. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ს საგანგებო ციტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეტროსადგურ “დელისზე” შპალი დაიწვა. მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. “მეტროში ხანძარი არ გაჩენილა. “დელისზე” იყო გამოძახება, დაიწვა ერთი ცალი შპალი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა”,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში. ცნობისთვის, თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზზე“ შეფერხება […]
კაზრეთთან ბმვ ხეს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა
ბოლნისი-დმანისის ავტომაგისტრალზე, კაზრეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, “ბეემვეს” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ინფორუსთავი
გორთან ტრაილერი ამოტრიალდა
გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობანზე მოძრავი ტრაილერი, რომელიც რკინის ლითონის კონსტრუქციებით იყო დატვირთული, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 პუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.










