კატეგორია: შემთხვევა

31 დეკემბერსა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით 81 ადამიანი დაშავდა

31 დეკემბერსა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით 81 ადამიანი დაშავდა

ახალი წლის ღამესა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით 81 ადამიანი დაშავდა. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 31 დეკემბრისა და პირველი იანვრის მონაცემებით, თბილისში პიროტექნიკით დაზიანების 48 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო რეგიონებში – 33. მათივე ცნობით, თბილისში დაზიანებული 48 მოქალაქიდან ჰოსპიტალიზება 35-ს დასჭირდა, ხოლო რეგიონებში დაზარალებულთაგან 16 მოქალაქეს. ამასთან, საქართველოს შინაგან […]

დედოფლისწყაროში ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილები 30-წლამდე ასაკის კაცები არიან. უწყებამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის […]

დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა

დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა

დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა. ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ ნაძვის ხეს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა, მთლიანად არის განადგურებული განათება და მოსართავები. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ვერ ამბობს, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ნაძვის ხის დაწვის მიზეზი. ,,შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, სამწუხაროდ, დაიწვა ნაძვის ხე. რა გახდა მიზეზი, ამ ეტაპზე არ ვიცით. მიმდინარეობს გამოძიება“, – ამბობს ჯანიაშვილი. დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე […]

თბილისში ავტობუსი ხეს შეეჯახა – დაიღუპა შუახნის ქალი

თბილისში ავტობუსი ხეს შეეჯახა - დაიღუპა შუახნის ქალი

ავლაბარში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ყვითელი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 1 მგზავრი, შუახნის ქალი, მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც გამოიწვია ადამიანის […]

რუსთავში 5 ადამიანს თითები მოაჭრეს – ვიდეო

რუსთავში 5 ადამიანს თითები მოაჭრეს - ვიდეო

რუსთავში საახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენებისას 8 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებიდან 6 მოზარდია, მათ შორის ყველაზე მცირეწლოვანი 10 წლისაა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით დაშავებული 8 ადამიანიდან 5-ს თითების ამპუტაცია დასჭირდათ. პაციენტები მკურნალობას რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა რუსთავში გადიან, ნაწილი კი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორუსთავი

”გვეძინა, როცა ჩვენი ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა” – რა მოხდა თურქეთში

”გვეძინა, როცა ჩვენი ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა” - რა მოხდა თურქეთში

თურქეთში, ილგაზის რაიონში, ავტობუსი, რომელიც თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრაობდა, სატვირთო ტრაილერს შეეჯახა. მგზავრთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა. “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას  მგზავრები ავარიის მიზეზზე ვერ საუბრობენ, ისინი იხსენებენ, რომ მათი ავტობუსი ღამით დაეჯახა ტრაილერს, ამ დროს კი ყველა მგზავრს ეძინა. “ისეთ დროს მოხდა, როცა ყველას გვეძინა. სიზმარში მგონია თავი, არც კი ვიცი, როგორ მოხდა.  დაშავებულები არიან. ზოგს […]

თბილისი-სტამბოლის ავტობუსი თურქეთში ტრაილერს შეეჯახა – დაიღუპა თურქეთის 1 მოქალაქე

თბილისი-სტამბოლის ავტობუსი თურქეთში ტრაილერს შეეჯახა - დაიღუპა თურქეთის 1 მოქალაქე

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში. ილგაზის რაიონში ავტობუსი, რომელიც თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრაობდა, სატვირთო ტრაილერს შეეჯახა. 31 მგზავრიდან უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. 22-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, კომპანია “აკ კარადენიზს” ეკუთვნის. ავარიის შედეგად დაიღუპა თურქეთის 1 მოქალაქე. “დაღუპულია თურქეთის 1 მოქალაქე და მძიმედ დაშავებულია თურქეთის ასევე 3 მოქალაქე, […]

შავშვებთან დაღუპულები მამა-შვილი სალომე და ბესო ცეცხლაძეები არიან

შავშვებთან დაღუპულები მამა-შვილი სალომე და ბესო ცეცხლაძეები არიან

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის, გორი-შავშვების მონაკვეთზე დაღუპული მამა-შვილი სალომე და ბესო ცეცხლაძეები არიან. ,,დიანიუსის” ინფორმაციით, გოგონა 20 წლის იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცეკვის მასწავლებელად მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ქვეითად მოსიარულე მამა-შვილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში ცხოვრობდნენ. დიანიუსი

ავარია შავშვებთან – 2 ადამიანი დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ორივე დაღუპული ქვეითად მოსიარულე იყო. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 პუნქტით მიმდინარეობს.

ლიპეცკის ოლქში მოსკოვი-თბილისის ავტობუსი ამოტრიალდა – 2 ადამიანი დაიღუპა

ლიპეცკის ოლქში მოსკოვი-თბილისის ავტობუსი ამოტრიალდა - 2 ადამიანი დაიღუპა

26 დეკემბერს ლიპეცკის ოლქში მოსკოვი-თბილისის ავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც დაიღუპა 2 ადამიანი. გარდაცვლილი მგზავრები 1961 და 1969 წელს დაბადებული მამაკაცები არიან. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ლიპეცკის ოლქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთა შორის 1 მცირეწლოვანი ბავშვია. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. გამოძიება ინციდენტის ორ მიზეზზე მუშაობს. ერთი ვერსიით, ავარია ამინდის გაუარესებას და […]