შავშვებთან დაღუპულები მამა-შვილი სალომე და ბესო ცეცხლაძეები არიან

შავშვებთან დაღუპულები მამა-შვილი სალომე და ბესო ცეცხლაძეები არიანცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის, გორი-შავშვების მონაკვეთზე დაღუპული მამა-შვილი სალომე და ბესო ცეცხლაძეები არიან.

,,დიანიუსის” ინფორმაციით, გოგონა 20 წლის იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცეკვის მასწავლებელად მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, მანქანა ქვეითად მოსიარულე მამა-შვილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში ცხოვრობდნენ.

დიანიუსი