წყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კატეგორია: შემთხვევა
ქარელში დევნილთა კორპუსში გაზი აფეთქდა – დაშავდა 60 წლის მამაკაცი
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე დევნილების საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. როგორც „ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევის შედეგად პირველ სართულზე მცხოვრებმა 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაშავებული ქარელიდან თბილისში, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადაჰყავთ. ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან მერიამ მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა.
ზუგდიდთან ოპელი ხეს შეეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში, სოფელ ჩხორიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 მგზავრი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მიმავალი “ოპელის” მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მანქანაში მყოფმა სამივე მგზავრმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიღო. ავტომანქანაში 3 მოსწავლე იჯდა. სამივე ზუგდიდის მე-7 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 112-ის […]
ჭალადიდში ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი ფოთის ჰოსპიტალიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში 20:49 საათზე გადაიყვანეს, სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლის დროს, მედპერსონალმა დააფიქსირა პაციენტის გარდაცვალება. შეგახსენებთ, წუხელ ჭალადიდის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. მაშველებმა მძღოლი […]
მუხიანში ერთმანეთს 7 მანქანა შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა
რამდენიმე წუთის წინ თბილისში, მუხიანში, ერთმანეთს 7 ავტომანქანა შეეჯახა, მათ შორის სამარშრუტო ტაქსიცაა. შემთხვევის შედეგად, ქვეითად მოსიარულე მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. დაზარალებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ შესაბამისი სამედიცინო კვლევა უტარდებათ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. რუსთავი 2
ჭალადიდთან სატვირთო ამოტრიალდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მაგისტრალზე მოძრაობა პარალიზებულია. იპნ
მარჯანიშვილზე დაცვის პოლიციის ეკიპაჟი პატარა ბიჭს დაეჯახა
თბილისში, რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ბიჭი დაშავდა. შემთხვევა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვან ბიჭს დაცვის პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა. დაზარალებულს არსებული ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული. რუსთავი 2
ქარელთან 2 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს – 3 ადამიანი დაშავდა
ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთის, 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორში, კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა. ერთ მათგანს ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკიდან გაწერილია, ორი კი ამ დრომდე მკურნალობას განაგრძობს. ექიმების განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს ნეიროქირურგიული ოპერაცია […]
გორთან მანქანა ბეტონის ჯებირს შეეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა
წუხელ, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის დამცავი ბეტონის ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ორი მგზავრი გარდაიცვალა. მძღოლი და კიდევ ერთი პირი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. მორიგე ექიმის დავით გასიტაშვილის განცხადებით, ერთ პაციენტს […]
პანიკა მეტროში – მატარებელი სამგორსა და ისანს შორის გვირაბში გაჩერდა
თბილისის მეტროში შეფერხება იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მგზავრებმა აცნობეს, მატარებლებს გარკვეულ სადგურებში გაჩერება მოუწიათ, მათ შორის ერთი მატარებელი სამგორისა და ისნის სადგურებს შორის გვირაბში გაჩერდა. თავის მხრივ, სააგენტოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ მეტროს მუშაობის შეფერხების მიზეზი სადგურ „მარჯანიშვილზე“ მოძრავი მატარებელი გახდა, რომელსაც ტექნიკური პრობლემები შეექმნა. „მატარებელი ტექნიკური ხარვეზით „მარჯანიშვილზე“ იყო გაჩერებული, მაგრამ ვინაიდან მის გაყვანას […]









