გურამიშვილის გამზირზე დაშავებულთა შორის ორი მცირეწლოვანია. როგორც მეზობლები აცხადებენ, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბიზნესმენი სოსო ჯავახიშვილი ცხოვრობს. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედაა დაშავებული და დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. “ყველაფერი დანგრეულია, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ყველაფერი დამსხვრეულია. მესამე სართულზე, სადაც აფეთქება მოხდა ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობდა, ძალიან კარგი ბიჭია, უცოლო, დედისერთა ბიჭი. ყველა მაგაზე ვგიჟდებით, 70% აქვს სხეულის […]
კატეგორია: შემთხვევა
“მუდმივად ვამბობდი, გაზის სუნია მეთქი” – აფეთქება 16-სართულიან კორპუსში სანზონაში
“მივმართავ ქალაქის მერიას, მოგვხედოს და გამოგვიყოს საცხოვრებელი. ფაქტობრივად, არაფერი გვივარგა. მადლობა ღმერთს მსხვერპლი არ არის. სხვათაშორის რამდენჯერმე მაქვს დარეკილი “თბილისი ენერჯიში”, ვეუბნებოდი, რომ მუდმივად არის სუნი მეთქი. მოდიოდნენ, ნახავდნენ, არაფერი არ არისო და მეტი არაფერი. მივმართავ მთავრობას აიძულოს ეს კომპანია, მეტი ყურადღება გამოიჩინოს ხოლმე მსგავს სიტუაციებში” – ასეთ განცხადება გააკეთა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა იმ კორპუსის, სადაც […]
აფეთქება გურამიშვილის გამზირზე, არიან დაშავებულები – ვიდეო
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია არის მობილიზებული. 1ტვ https://www.facebook.com/1stchannel/videos/403792757210016/
გომბორის უღელტეხილზე მანქანა გადავარდა
ავარია მოხდა გომბორის უღელტეხილზე.მსუბუქი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. “კურიერის” ინფორმაციით დაშავდა მძღოლი.ადგილზე მობილიზებულია სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო სამედიცონო დახმარების ჯგუფები. მაშველები გადავარდნილი მანქანიდან მამაკაცის ამოყვანას ცდილობენ.
ვაზისუბანში მანქანამ ქალი გაიტანა და მერე 3 მანქანას დაეჯახა
თბილისში, ვაზისუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა, ამის შემდეგ კი სამ მანქანას შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა შანდორ პეტეფის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის […]
ჭიათურის მაღაროში 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი დაიღუპა
17 ოქტომბერს, საღამოს, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა დაიღუპა. 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის დაღუპვის მიზეზი მისი სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოყოლა გახდა. ის დარკვეთის მაღაროში ორი წელი მუშაობდა. ამის შესახებ ადგილობრივი პროფკავშირების თავმჯდომარის პაატა სამხარაძემ განაცხაა. მისი თქმით, ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა ვარაუდობს, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები იყო დარღვეული, რადგან, სავარაუდოდ, სატვირთოსა და კედელს […]
რუსთავთან მოტოციკლი მიცუბიშის დაეჯახა – მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა – ვიდეო
რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და “მიცუბიშის” მარკის დისტრიბუციის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. ის 41 წლის იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი დაიღუპნენ
ხაშურში ევექსის საავადმყოფოში მშობიარე ქალი გარდაიცვალა – ინფორმაციას ამის შესახებ “Qartli.ge” ავრცელებს, რომელიც საავადმყოფოს ადმინისტრაციაშიც დაუდასტურეს. „40 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა საავადმყოფოში. დაიწყო ფიზიუოლოგიური მშობიარობა, თუმცა წარმოიშვა პრობლემები, რის გამოც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მედიკოსებმა ბავშვის ნაადრევად ანმოყვანის მიზნით საკეისრო კვეთა დაიწყეს, თუმცა სამწუხაროდ ფატალური შედეგი დადგა. გარდაიცვალა ჩვილიც და დედაც“ – აღნიშნავენ […]
ავარია წნორში – 3 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა
წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ერთი დაშავებული ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაშია მოთავსებული, მეორე კი წნორის კლინიკაში. მათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ. “კურიერის” ინფორმაციით, ერთმანეთს “ოპელის” ტიპის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ. მამაკაცს, რომელიც წნორის „არქიმედეს“ კლინიკაშია მოთავსებული, თავის და გულმკერდის დაბეჟილობები, ასევე მეორე ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება. ექიმის თქმით,მისი მდგომარეობა სტაბილირად მძიემა […]
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა, ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა უცნობია. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.









