რუსთავში მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. როგორც „ინტერპრესნიუსისათვის” გახდა ცნობილი, მამაკაცი შუახნის არის და მისი ვინაობა დადგენილია. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ქვემო ქართლის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. იპნ
კატეგორია: შემთხვევა
რუსთავში მე-2 სართულიდან 2 წლის ბავშვი გადავარდა – ვიდეო
რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან ბავშვი ჩამოვარდა. შემთხვევა კონსტიტუციის ქუჩაზე მოხდა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 2 წლის ბავშვი ბინაში ფანჯარაზე ავიდა, გადაიხარა ეზოს მხარეს და მეორე სართულიდან გადმოვრადა. მცირეწლოვანი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, რის შემდეგაც ბავშვის გადაყვანა თბილისის კლინიკაში მოხერხდა. ინფო რუსთავი
დიდ დიღომში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 3 ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ დიდ დიღომში. პეტრიწის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟების ჯგუფები. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს ტვინის შერყევა აღენიშნება, ხოლო მეორეს თავი აქვს გატეხილი, მცირეწლოვანს კი უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნება. საქმეზე გამოძიება დაიწყო. რუსთავი 2
სიღნაღში სასტუმრო “ნიკალა” იწვის
ხანძარი კახეთში – სიღნაღში სასტუმრო “ნიკალა” იწვის. ცეცხლი თავდაპირველად სახურავს გაუჩნდა და შენობაზე გავრცელდა. უსაფრთხოების მიზნით, პერსონალს და სტუმრებს ტერიტორია დაატოვებინეს. ადგილზე სხვადასხვა რაიონიდან 5 სახანძრო ჯგუფია მობილიზებული. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის კერების ლოკალიზება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. რუსთავი 2
თბილისში გლოვოს კურიერი დაიღუპა
თბილისში, საკურიერო მომსახურების „გლოვოს“ კურიერი მოტოციკლით ავარიაში მოჰყვა და ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ნიუპოსტი
ფონიჭალაში მანქანა მოტოციკლს დაეჯახა – ვიდეო
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფონიჭალაში. “ჰონდას” მარკის ავტომობილი მოტოციკლს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც კლინიკა “ნიუჰოსპიტალში” გადაიყვანეს. “ინფო რუსთავის” ცნობით, დაშავებულ მამაკაცს გონება არ დაუკარგავს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ინფორუსთავი
ხობში მერსედესი მიცუბიშის შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი „,მიცუბიშის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად „მერსედესის“ მგზავრი გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის […]
სამგორში სამარშრუტო ტაქსი მანქანას დაეჯახა – 1 გოგონა დაშავდა
სამგორში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამარშრუტი ტაქსი შეეჯახნენ, რის შედეგადაც სამარშრუტო ტაქსის მგზავრი გოგონა მსუბუქად დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუს“ შსს-ში განუცხადეს, დაშავებული გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოწვია.
“შეიძლება მოჰყოლოდა ძალიან დიდი მსხვერპლი” – რა მოხდა ვარკეთილში
ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებული 18 ოჯახი დროებით, სასტუმროებში გადაიყვანეს. საუბარია ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში მდებარე კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოზე, რომელიც დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია. ადგილობრივები ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლის სარდაფში, წყალი გროვდებოდა, რის გამოც კორპუსმა დაიწია, შედეგად კი კედლებს ბზარები გაუჩნდა. მოსახლეობამ ამ ფაქტის შესახებ გამგეობას და სამაშველო სამსახურს შეატყობინა, რომელთაც აღნიშნეს, რომ კორპუსი საცხოვრებლად საშიშია. “პადვალში იყო წყალი […]
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაიტბორა
თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაიტბორა. მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა მაღაზიებში არსებული პროდუქცია და სამუშაო ტექნიკა. მეპატრონეები ზარალს ითვლიან. მესაკუთრეები მომხდარის მიზეზად სანიაღვრე სისტემის გაუმართაობას ასახელებენ. “სანიაღვრე მილი დატოვეს ღია, ანუ არაფერზე არ არის შეერთებული და რომ იწვიმა, მთელი ვაკის ნიაღვარი ჩამოდის აქ, სადაც დაბალ წერტილს პოულობს,” – ამბობს მაღაზიის ერთ-ერთი მეპატრონე. რუსთავი 2










