რუსთავში მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

რუსთავში მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყარუსთავში მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. როგორც „ინტერპრესნიუსისათვის” გახდა ცნობილი, მამაკაცი შუახნის არის და მისი ვინაობა დადგენილია.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ქვემო ქართლის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

იპნ