ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, სოფელ აღაიანთან “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებული სამი მგზავრია, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულები მანქანიდან სასწრაფოს მისვლის შემდეგ ამოიყვანეს. როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ნიუპოსტი
კატეგორია: შემთხვევა
ბელიაშვილზე მოტოციკლი მანქანას დაეჯახა – მოტოციკლისტი მძიმედ დაშავდა
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
რუსთავი-თბილისის ავტობანზე მერსედესი მიკროავტობუსს დაეჯახა – 4 ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე. ერთმანეთს მერსედესის მარკის ავტომობილი და დისტრიბუციის მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცონო დახმარების 3 და საპატრულო პოლიციის 4 ეკიპაჟი. დაშავებულები კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორუსთავი
გორში 10 წლის ბავშვი ადუღებულ წყალში ჩავარდა და გარდაიცვალა
სკოლის ბანკეტზე მიმავალი ბმვ კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა – რა მოხდა ზაჰესში
ზაჰესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ბეემვეს“ მარკის ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მანქანით მოზარდები სკოლის ბანკეტზე მიდოდნენ. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა სამი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2-ე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ავარია მეტრო სარაჯიშვილთან – 2 ადამიანი დაშავდა
თბილისში ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა მეტროსადგურ “სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანას უკნიდან ავტომობილი დაეჯახა, რამაც მის წინ მდგომი მანქანის დაზიანებაც გამოიწვია. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. რუსთავი 2
მესტიაში ამირან გვიდანის და ვაჟიკო ჟორჟოლიანის ცხედრები იპოვეს – ვიდეო
ნაძალადევში სასწრაფოს მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა
ნაძალადევის რაიონში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულია სამი ადამიანი – მძღოლი და ორი ექიმი. მათივე ინფორმაციით, 2 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – სტაბილურად მძიმე. „2 ექიმი გადაყვანილია მე-8 საავადმყოფოში, ერთი გადაუდებელ ქირურგიაში -„ევექსში“. ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – სტაბილურად მძიმე. სახლში არავინ იმყოფებოდა, არც სასწრაფო დახმარების […]
ზუგდიდში ავარიის შედეგად მანქანა ამობრუნდა – 2 ადამიანი დაშავდა
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ამობრუნდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული. როგორც “ინტერპრესნიუსს” საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებულებს შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდებათ. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის […]
მესტიაში ხიდიდან ავტომანქანა გადავარდა – მაშველები 2 ახალგაზრდას ეძებენ
მესტიის სოფელ ბეჩოში მაშველები ორ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, რომლებიც ხიდიდან ავტომანქანით გადავარდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობა. მისივე თქმით, შემთხვევა წუხელ მოხდა. მესტიის მერის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ვერტმფრენებსაც ელოდებიან.










