ზესტაფონში, სოფელ ზოვრეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლით დაიწყო.
კატეგორია: შემთხვევა
თბილისში, პეკინის 41-ში, მე-10 სართულიდან 45 წლის ქალი გადმოვარდა
უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. პეკინის ქუჩის 41-ე ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან ქალი გადმოვარდა. მეზობლების განცხადებით, 45 წლამდე ასაკის ქალბატონი სარეცხს ფენდა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და აივნიდან გადმოვარდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
იგოეთთან მანქანა გზიდან გადავარდა – დაშავდა ცოლ-ქმარი
ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ იგოეთთან მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. “ნიუპოსტის” ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ცოლ-ქმარი, ისინი სასწრაფომ კასპის საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
რიკოთზე ანტალია-თბილისის სამგზავრო ავტობუსი დაიწვა
რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავტობუსში თურქი მძღოლის ჩათვლით 5 კაცი იმყოფებოდა. თურქული სანომრე ნიშნებით ავტობუსი ანტალიიდან თბილისის მიმართულებით მოდიოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი […]
ავარია შავშვებთან – რამდენიმე ადამიანი დაშავდა
თბილისი-ოზურგეთის ავტობუსს ოპელი დაეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა
3 მაისს თბილისი-ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოჰყვა. თბილისიდან გამოსულ ავტობუსს სამტრედიაში სოფელ დაფნართან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი მანქანა დაეჯახა, რომელიც გზაზე მოცურდა. მას დაჯახების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად არის დამწვარი. ავტობუსი სერიოზულადაა დაზიანებული, მგზავრები არ დაშავებულან. ავტობუსის მძღოლი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. “ოპელში” მჯდომი სამივე მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სამტრედიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის […]
ჩაქვში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – დაშავდა 50 წლის ქალი
ბათუმში, ჩაქვის გვირაბთან, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 50 წლის ქალი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ქალს პირველადი დათვალიერების შედეგად თავის არეში მძიმე ტრამვა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე მცირე სატრანსპორტო შეფერხებაა.
მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლის დროს ხანძარი გაჩნდა
მეტრო სარაჯიშვილში 20 წლის ბიჭმა თავი მოიკლა – “ლიანდაგზე ჩახტა, იღიმოდა და რაღაც წინადადებებს ამბობდა”
მეტროსადგურ “სარაჯიშვილზე” მგზავრს მატარებელი დაეჯახა. მგზავრი მეტროს ლიანდაგზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შემოდიოდა, რის გამოც მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა. მამაკაცი გარდაიცვალა. ის 20 წლამდე ასაკისაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება სცადა და ახალგაზრდა მამაკაცს ლიანდაგიდან გადასვლისკენ „უწყვეტი სიგნალით“ მოუწოდებდა, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა. „დავინახეთ, რომ ახალგაზრდა ბიჭი განგებ ჩახტა ლიანდაგზე. […]
პაატა ლაგვილავა – “ოცნების” ზუგდიდის ოფისს მეხი არ დასცემია, ნაციონალების წინ ბოძზე მოკლე ჩართვა მოხდა”
“ქართული ოცნება“ უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიის ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ განუცხადა, ადგილი ჰქონდა ელექტროენერგიის ბოძზე მოკლე ჩართვას. „მეხი არაფერს დასცემია. მოკლე ჩართვა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინ მდებარე ბოძზე. წვიმდა, ქარი ქროდა, ამიტომ მოვიდა სამაშველო სამსახური, მაგრამ არაფერი სერიოზული რომ არ იყო, გამოიძახეს „ენერგო პრო“ და „ენერგო […]










